ავტორი:

როგორ უნდა შეარჩიოთ ზურგჩანთა ბავშვისთვის

როგორ უნდა შეარჩიოთ ზურგჩანთა ბავშვისთვის

ახალი ზურგჩანთა ახალი სასწავლო წლის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა. თუმცა ახალი და ლამაზი ჩანთა აუცილებლად უნდა იყოს ბავშვისთვის მოსახერხებელი და უსაფრთხო, რომ მის ჯანმრთელობას მინიმალური ზიანიც არ მიაყენოს. შეიძლება უცნაურად ჟღერს, მაგრამ არასწორად შერჩეულ ზურგჩანთას რეალურად ბავშვისა და მოზარდის ჯანმრთელობისთვის სერიოზული ზიანის მიყენება შეუძლია. ამიტომ ამ ნივთის შერჩევის დროს რამდენიმე დეტალი აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ.

მცირე ასაკის ბავშების სასკოლო ზურგჩანთა სიგანეში არ უნდა აღემატებოდეს ბავშვის მხრებს, სიგრძეში კი არ უნდა იყოს 30 სანტიმეტრზე მეტი.

ზურგჩანთის სახელურები ზომების მიხედვით უნდა რეგულირდებოდეს. ზურგჩანთის ზედა ნაწილი ბავშვის მხრებზე მაღლა არ უნდა ფიქსირდებოდეს, ხოლო ქვედა ნაწილი კი თეძოსთან.

ზურგჩანთის სახელურები განიერი უნდა იყოს, რათა სასკოლო ნივთები ჩანთაში ჩალაგების შემდეგ სწორად გადანაწილდეს. სასურველია თუ სიგანე 3-4 სმ იქნება.

ხარისხიანი ზურგჩანთების შეძენა "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში შეგიძლიათ. "ბიბლუსში" ძირითადად წარმოდგენილია MILAN-ისა და PONTO-ს ხარისხიანი ჩანთების მრავალფეროვანი არჩევანი. Ponto-ს ზურგჩანთების 2019 წლის უახლესი მოდელები ხასიათდება გამძლეობით, ხარისხითა და სიმსუბუქით. სასიამოვნო სიახლე კი ის არის, რომ Ponto-ს ზურგჩანთის შეძენისას საჩუქრად მოყვება ჩანთის დიზაინით შექმნილი პენალი.

MILAN პრემიუმ ხარისხის ესპანური ბრენდია, რომელიც აწარმოებს გამორჩეული დიზაინის მქონე ხარისხიან და გამძლე ზურგჩანთებს და სასკოლო-საკანცელარიო ნივთებს.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს