ავტორი:

"სულ დალეწილი დაგვხვდა სტალაქტიდები... სირცხვილია..." - ქუთაისში აღმოჩენილი 50 000 წლის მღვიმე ვანდალებმა დააზიანეს

"სულ დალეწილი დაგვხვდა სტალაქტიდები... სირცხვილია..." - ქუთაისში აღმოჩენილი 50 000 წლის მღვიმე ვანდალებმა დააზიანეს

ქუთაისში, კლდიაშვილის ქუჩაზე (ჭახათას უბანი) აღმოჩენილი ე.წ. ჩაპას მღვიმე დააზიანეს. ინფორმაციას ვანდალიზმის შესახებ სოციალურ ქსელში ავრცელებს ადგილობრივი მცხოვრები ვახტანგ სიხარულიძე, რომელმაც აღნიშნული მღვიმე ცოტა ხნის წინ აღმოაჩინა.

"სულ დალეწილი დაგვხვდა სტალაქტიდები... სირცხვილია... ძალიან სამწუხაროა, თუ ასე გაგრძელდა, აღარაფერი დარჩება სანახავი ბნელი ხვრელის გარდა დამტვრეული და განადგურებულია ნაღვენთი ელემენტები. რთულია პასიურად ვანდალიზმს გაუმკლავდე", - წერს ვახტანგ სიხარულიძე და ფოტოებსაც აქვეყნებს.

მისი ინფორმაციით, სტალაქტიდებს ტურისტებზე გაყიდვის მიზნით, ზრდასრული ადამიანები იპარავენ.

6 დეკემბერს, მღვიმე სპელეოლოგებმა, ვალერი ბარბაქაძემ და გიგო ონიანმაც დაათვალიერეს და მისი შესწავლა დაიწყეს. მათი განცხადებით, პირველადი დათვალიერებით, მღვიმე უნიკალურია.

"80 მეტრის სიგრძის ორი დარბაზია. სამწუხაროდ აფეთქებების შედეგად დაზიანებულია ნაღვენთი ფორმები, თუმცა ვნახეთ ექსცენტრიული ფორმები, რაც საქართველოში მანამდე არ გვინახავს", - აცხადებდა ვალერი ბარბაქაძე.

მისივე თქმით, მღვიმე შესაძლოა, ქვედა ცარცული პერიოდის იყო, 30-50 ათასი წლის წინანდელი. სპელეოლოგებმა ახლად აღმოჩენილი მღვიმის შესწავლა დეტალურად დაიწყეს.

წლების წინ, ამ ადგილას ქვის კარიერი იყო. აფეთქებების შედეგად დარბაზები დაზიანებულია და რესტავრაცია სჭირდება.

ნახეთ ფოტოები

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს