ავტორი:

როგორ მოვემზადოთ სკოლისთვის და ფინანსურად არ დავზარალდეთ- რჩევები მშობლებს

როგორ მოვემზადოთ სკოლისთვის და ფინანსურად არ დავზარალდეთ- რჩევები მშობლებს

სექტემბერი ისე არაფერთან ასოცირდება, როგორც სკოლასა და ზოგადად, სწავლის დაწყებასთან. ეს, ერთი შეხედვით, სასიამოვნო სიახლე რეალურად ძალიან ბევრ საკითხსა და დეტალთან არის დაკავშირებული. საბოლოოდ კი სკოლისთვის მომზადებას საკმაოდ დიდი ფინანსური დანახარჯი სჭირდება.

აუცილებელია, რომ ბავშვი ფსიქოლოგიურად სკოლისთვის კარგად მოამზადოთ. როგორც ფსიქოლოგები განმარტავენ, არსებობს ცნება “სასკოლო მზაობა”, რომელიც სკოლისთვის სხვადასხვა სფეროს მზაობას გულისხმობს. პირველად სკოლაში მიყვანის დროისთვის ბავშვს სათანადოდ უნდა ჰქონდეს განვითარებული მოტორიკა, კოგნიტური, სააზროვნო უნარები, მართვადი მოძრაობა. ბუნებრივი, აქტიური ცხოვრებიდან ბავშვი პასიურზე გადადის. ის იძულებულია გარკვეული დროს განმავლობაში ერთ ადგილზე იჯდეს მშვიდად და ჩუმად, ამიტომ სკოლის წინა პერიოდი სწორედ ამ წესთან ადაპტაციას უნდა დაეთმოს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირველკლასელებისთვის, თუმცა არანაკლებ საყურადღებოა უფროსი კლასელებისთვისაც.

სკოლისთვის ადაპტაციის პროცესს ძალიან უწყობს ხელს სასკოლო საყიდლებზე ბავშვთან ერთად წასვლა, საჭირო ნივთების ერთობლივი შერჩევა და შეძენა, რაც ბავშვის განწყობას უფრო ხალისიანს ხდის, მაგრამ მშობლისთვის როგორც წესი სერიოზულ ფინანსურ დანახარჯთან არის დაკავშირებული. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვისთვის განკუთვნილი ყველა ნივთი ხარისხიანი იყოს, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მცირედი პრობლემებისგანაც კი დაზღვეული იყოთ. ხარისხიანი პროდუქტი იაფი ნამდვილად არ ღირს, სწორედ ამიტომ სექტემბრის მოახლოებისთანავე ბევრი ოჯახი ფინანსური დილემის წინაშე დგება. ამ შემთხვევებში რა თქმა უნდა კარგია,თუ შევძლებთ თან დავხარჯოთ და თან გარკვეული თანხა უკან დავიბრუნოთ. ამის შესაძლებლობას კი საკრედიტო ბარათი იძლევა. საბანკო ბაზარი საკრედიტო ბარათების მრავალფეროვანი არჩევანით გაჯერებულია, თუმცა ცოტა ხნის წინ ერთი განსაკუთრებული სიახლეც გამოჩნდა. ეს არის „ვითიბი ბანკის“ V Card.

საკრედიტო ბარათით ანგარიშსწორებისას თუ თქვენს საკრედიტო ლიმიტს გონივრულად დახარჯავთ, მისი ყოველგვარი ზედმეტი დანახარჯების გარეშე გამოყენება შეგიძლიათ. უფრო მეტიც, V Card-ით სავაჭრო ობიექტებში გადახდის შემთხვევაში თქვენ არათუ წაგებული, არამედ მოგებულიც დარჩებით. რადგან ნებისმიერი ბანკის ნებისმიერ ტერმინალზე V Card-ით გადახდის შემთხვევაში თქვენ გადახდილი თანხის 1%-ს დააგროვებთ საბონუსე ანგარიშზე თანხის და არა ქულების სახით. მისი გამოყენება კი ნებისმიერი დანიშნულებით შეგიძლიათ, მათ შორის, კომუნალური გადასახადის გადახდა, ნებისმიერ ტერმინალზე გატარება ან განაღდება.

სწორედ ამიტომ თუ თქვენს ოჯახში სასკოლო სამზადისია, შეგიძლიათ მისი ფინანსური მხარე სრულად საკრედიტო ბარათით უზრუნველყოთ. თუ უკვე სარგებლობთ რომელიმე საკრედიტო ბარათით, შეგიძლიათ მარტივად გადაამოწმოთ და მიხვდებით რომ V Card ბევრად მომგებიანია, შესაბამისად მარტივად, ვითიბის ნებისმიერ ფილიალში, შეძლებთ თქვენი არსებული ბარათი V Card-ზე გადაცვალოთ. ამას უმოკლეს დროში მოახერხებთ რადგან თუ 2019 წლამდე აღებული საკრედიტო ბარათი გაქვთ V Card-ზე მისი გადაცვლა დოკუმენტაციის წარმოდგენის და ზედმეტი პროცედურების გარეშე ხდება, მარტივად და უმოკლეს ვადაში. „ვითიბი ბანკი“ ცალსახად უკონკურენტო პირობებს გთავაზობთ. V Card-ის მაქსიმალური ლიმიტი 30 000 ლარია, წლიური საპროცენტი განაკვეთი - უკონკურენტოდ დაბალი 16.9% (ეფექტური - 19.7%), ყოველთვიური შენატანი განახევრებულია - 2%, განაღდების საკომისიო ყველაზე დაბალია - 1%, ქეშბექი - 1%.

თუ თქვენ ბავშვი ემოციურად უკვე მოამზადეთ სკოლისთვის და ყველა საჭირო ნივთიც უკვე შეიძინეთ, მაშინ შეგიძლიათ მშვიდად დაელოდოთ 16 სექტემბერს. სხვებს კი ჯერ კიდევ გაქვთ დრო, რომ მომზადება დაიწყოთ და სკოლის პირველი დღე განსაკუთრებული გახადოთ.

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის