ავტორი:

რატომ გვიშტერდება თვალი და მოასწავებს თუ არა ის ე.წ. სკლეროზს - ნევროლოგის პასუხი და რეკომენდაცია

რატომ გვიშტერდება თვალი და მოასწავებს თუ არა ის ე.წ. სკლეროზს - ნევროლოგის პასუხი და რეკომენდაცია

ალბათ ნებისმიერ ჩვენგანს ერთხელ მაინც - საუბრისას, ჭამის დროს, ტელევიზორის ყურებისას თუ სხვა დროს, თვალი გაგვშტერებია და ჩვენი ყურადღება ამით ოდნავ შენელებულა. ხშირად ამას არც ვაქცევთ ყურადღებას, თუმცა ყველაფერს თავის გამომწვევი მიზეზი აქვს.

თუ რატომ უშტერდება ადამიანს თვალი? არის თუ არა ეს ნერვული სისტემის დარღვევა? რა იწვევს მას და როგორ დავაღწიოთ თავი? - ამ კითხვებზე ნევროლოგი, საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი ჩახავა გვპასუხობს.

"რასაც ჩვენ „თვალის გაშტერებას“ ვუწოდებთ, შესაძლოა, ბევრი მიზეზით იყოს განპირობებული. ხშირ შემთხვევაში, ეს არ წარმოადგენს რაიმე სერიოზულ გამოვლინებას და გამოწვეულია გადაღლილობით ან გარკვეული სტრესით, ამა თუ იმ მოვლენით, რაც პიროვნების ყოველდღიურობაში ხდება, მერე კი ეს მისი ყურადღების დეფიციტით ვლინდება.

ყურადღების დეფიციტი შეიძლება გაჩნდეს საუბრისას, თუმცა ყოველთვის ასე არ ხდება. საყურადღებო ისაა, რომ ეს შესაძლოა სხვა მიზეზით იყოს გამოწვეული, მაგალითად, ბავშვებში ე.წ. თვალის გაშტერება განპირობებულია კრუნჩხვით ანუ გულყრით. ეს ესაძლოა დაემართოს გაკვეთილზე, წამიერად შეჩერდეს და მასთან კონტაქტი გაძნელდეს.

თუმცა, ყოველდღიურობაში მოზარდებსა და უფროსებში, როგორც აღვნიშნე, შეიძლება სტრესთან იყოს დაკავშირებული. თუ სტრესია მისი გამომწვევი მიზეზი, ამ შემთხვევაში, აუცილებელია გარემოს მართვა, ადაპტაცია ე.წ. ქცევითი თერაპია, ცვლილები იმ მიმართებასა და დამოკიდებულებაში, რაც გააჩნია.

ამასთან, არის ბევრი სხვა დაავადებაც, რომლის დროსაც ასეთი გამოვლინება ხდება: პარკინსონი, სხვადასხვა ტიპის ფსიქიკური პრობლემები... ასე რომ, ამ დაავადებების გამოვლენა პირველ ეტაპზე წარმოადგენს - ყურადღების დეფიციტს, ან ე.წ. დეპრესიულობას, რასაც თავიდან უხასიათობას უწოდებენ, თუმცა ეს შესაძლოა, ამ სერიოზული დაავადებების პირველადი გამოვლინება იყოს.

თუმცა ვიმეორებ, თუ ადამიანს თვალი უშტერდება, მაინცდამაინც დაავადების სიგნალად არ უნდა მივიჩნიოთ. გაშტერება მოძრაობის მიმიკაა, ე.წ. გაყინული სახე, მოქმედების შენელება, თუ სტრესს უკავშირდება, ეპილეფსიურ აქტივობას და პარკინსონის წინა ეტაპია, შეიძლება მოქმედების შენელება, თვალის გაშტერება წუთები, საათებიც გაგრძელდეს...

- მოქმედების ასეთმა ხშირმა შენელებამ შესაძლოა თუ არა ე.წ. სკლეროზი მოასწავოს, რაც უმეტესად ხანდაზმულ ადამიანებში ვლინდება?

- კი, შესაძლოა, რაღაც მომენტში სწორედ ყურადღების დეფიციტი იყოს, ამ დაავადების ერთ-ერთი მიმანიშნებელი.

- თუ ასეთი ეპიზოდი ხშირია, ასეთ დროს რა არის პრევენცია და როგორია თქვენი რეკომენდაცია?

- თუ ადამიანს ეს ხშირად ემართება, მართებულია, ექიმს მიმართოს, რომ გამოირიცხოს რაიმე სერიოზული ფაქტორი. თუ ეს არის სტრესული გამოვლინებების, დეპრესიული, შფოთვითი გამოვლინების ერთ-ერთი სახე, ამ გარემოს მართვა და შეცვლა უნდა, რომ სტრესფაქტორები ნაკლებად იყოს.

ამ დროს ცხოვრების წესს იცვლიან, უფრო რაციონალური ძილ-ღვიძილის რეჟიმს ირჩევენ და კვების რეჟიმს აწესრიგებენ. ამ ყველაფერს ასევე არეგულირებს ნაკლები დაღლილობაც.

მედიკამენტოზური მკურნალობა მხოლოდ იმ შემთხვევაში არის რეკომენდებული, თუკი პაციენტი ექიმს მიმართავს და ის დაუნიშნავს.

პირველი ინდუსტრიული ტური არემჯის სტიპენდიანტებისთვის

„პაშა ბანკი“ საქართველო ADA უნივერსიტეტის ვებინარების სერიის სპონსორია

გამოჯანმრთელდა 821 პირი, გარდაიცვალა 15 პაციენტი - რამდენი ახალი ინფიცირებულია საქართველოში და რომელი რეგიონი ლიდერობს მათი რაოდენობით