ავტორი:

საოკუპაციო ხაზთან ახლოს, გორის რაიონის სოფლების მოსწავლეებისთვის პროგრამული ენების შემსწავლელი უფასო კურსები ჩატარდება

საოკუპაციო ხაზთან ახლოს, გორის რაიონის სოფლების მოსწავლეებისთვის პროგრამული ენების შემსწავლელი უფასო კურსები ჩატარდება

გორის რაიონის საზოგადოებრივ ცენტრებში ადგილობრივი მოსწავლეებისთვის პროგრამული ენის შემსწავლელი კურსი უფასოდ ჩატარდება. გადამზადების კურსის ტრენერი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ( BTU-ს) საინფორმაციო ტექნოლოგიების პროგრამის მესამე კურსის სტუდენტი ოთარ ტერტერაშვილია. ბენეფიციარები შეისწავლიან full start java script-ს.

გადამზადების პროგრამა, რომელიც 1 წლის განმავლობაში გაგრძელდება, სრულად დაფინანსებულია ახალგაზრდული ორგანიზაცია „რეფორმერის“ მიერ. პროექტის მიზანი რეგიონების ახალგაზრდებში საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროს პოპულარიზაციის ხელშეწყობა და მათი მომზადებაა შრომის ბაზრისთვის.

"რეფორმერის“ ინიციატივით და იუსტიციის სამინისტროს მხარდაჭერით საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე სოფელ ტყვიავში საზოგადოებრივ ცენტრში პროგრამული ენის შემსწავლელი ერთწლიანი უფასო კურსი უკვე დაიწყო და მოსწავლეებმა 3 თვიანი შესავალი კურსი ისწავლეს, ამ ეტაპზე აღნიშნული სოფლიდან 14-17 წლის ასაკის 10 მოსწავლე გადამზადდება. ხოლო სოფელი ზერტში შერჩეულია 15 მოსწავლე რომლებიც პროგრამული ენების სწავლებას შესავალი ნაწილიდან დაიწყებენ. სწავლების პროცესი მოიცავს როგორც თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას, ისე სტაჟირებას.

პროექტი დაიწყება გორის რეგიონის რამდენიმე სოფელში და თანდათანობით მოიცავს საქართველოს ყველა იმ რეგიონს, სადაც წარმოდგენილია იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საზოგადოებრივი ცენტრები.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი