ავტორი:

"ტოიოტა ცენტრ თბილისში" საშემოდგომო აქცია დაიწყო

"ტოიოტა ცენტრ თბილისში" საშემოდგომო აქცია დაიწყო

ტოიოტას პირველი ოფიციალური დილერი საქართველოში „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ტრადიციულ სეზონურ შეთავაზებებს აგრძელებს და მომხმარებელს საშემოდგომო აქციაზე იწვევს.

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ტოიოტას მარკის ავტომობილების მფლობელებს, შემოდგომის მანძილზე, ძრავის ორიგინალი ზეთისა და ფილტრის შეცვლას სპეციალურ ფასად სთავაზობს, რაც მძღოლებისთვის საშემოდგომო მოგზაურობას მეტად უსაფრთხოს გახდის. ამას გარდა, საშემოდგომო აქციაში ჩართვით დაინტერესებული მომხმარებლისთვის, „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ კონკრეტულ მომსახურებებზე, დამატებით, 10%-იან ფასდაკლებას აწესებს.

„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ მარკეტინიგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის თინათინ მაკარიძის ინფორმაციით, საშემოდგომო აქციიაში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელიც ტოიოტას მარკის ავტომობილს მართავს.

„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ საშემოდგომო აქციის ფარგლებში VITZ-ის, IST-ის და YARIS-ის მძღოლებს ავტომობილებში ძველი ზეთისა და ფილტრის შეცვლა ძრავის ახალი, ორიგინალი ზეთითა და ფილტრით 90 ლარად შეეძლებათ. Corolla-ს მფლობელებს ამ მომსახურებას 100 ლარად, ხოლო Camry-ს, Prius-ის და RAV4-ის მძღოლებს - 125 ლარად გავუწევთ. ასევე, იმ მომხმარებელს, რომელიც ჩვენი აქციით ისარგებლებს, დამატებით, 10%-იან ფასდაკლებას ვთავაზობთ გადაცემათა კოლოფის ზეთის შეცვლასა და „ანტიფრიზზე“, - აღნიშნა თინათინ მაკარიძემ.

როგორც „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ მარკეტინიგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი აცხადებს, აქციის ფარგლებში შეთავაზებული ძრავის ზეთი და ფილტრები, ასევე სხვა ავტონაწილები არის ორიგინალი (იაპონური) წარმოების, უმაღლესი ხარისხის და დამზადებულია სპეციალურად ტოიოტას მარკის ავტომობილებისთვის.

“ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ავტომობილების მფლობელებს მოემსახურებიან „ტოიოტას“ მიერ სერთიფიცირებული მაღალპროფესიონალი ტექნიკოსები, რომლებიც მზად არიან, მომხმარებელს მათთვის საჭირო ნებისმიერ ტექნიკურ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაცია გაუწიონ.

„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ საშემოდგომო აქციაში ჩართვით, რომელიც მხოლოდ ფიზიკურ პირებზე ვრცელდება, მომხმარებელი შეძლებს უმოკლეს დროში განაახლოს თავისი ავტომობილი და ამასთან ერთად, მაღალი ხარისხის მომსახურება მიიღოს.

აქციით სარგებლობის მსურველებს შეუძლიათ მიმართონ „ტოიოტა ცენტრი თბილისს“ შემდეგ მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-20 კმ. დილის 09:30-დან საღამოს 18:00 საათამდე.

დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 032 2511; 032 2 522 022; www.toyota-tbilisi.com

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი