ავტორი:

"მისია შევასრულე" - დემნა გვასალია საკუთარ ბრენდს ტოვებს

"მისია შევასრულე" - დემნა გვასალია საკუთარ ბრენდს ტოვებს

ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია მის მიერ შექმნილ ბრენდს Vetements ტოვებს, ამის შესახებ გამოცემა WWD წერს.

კომპანიაში რჩება დიზაინერის ძმა და ბრენდის თანადამფუძნებელი გურამ გვასალია. ის ამბობს, რომ "ვეტმოს" ღირებულებების გათვალისწინებით საზღვრების კიდევ უფრო გაფართოებას გეგმავენ.

გურამმა და დემნამ განცხადება გამოცემას WWD თავად გაუგზავნეს, თუმცა დამატებითი კომენტარების გაკეთებაზე უარი განაცხადეს.

გურამ გვასალია

„ის, რაც დემნამ შექმნა ბოლო წლების განმავლობაში, ბრენდისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იყო. მადლობას ვუხდით მას,“ - აღნიშნავს გურამ გვასალია.

დემნა ჩვეულებისამებრ აგრძელებს საქმიანობას „ბალენსიაგას“ კრეატიული დირექტორის თანამდებობაზე და აქტიურად ემზადება 2020 წლის გაზაფხულის კოლექციის წარსადგენად. ღონისძიება 29 სექტემბერს გაიმართება.

დემნა გვასალია

„Vetements შევქმენი, რადგან მობეზრებული მქონდა მოდა და ყველაფრის მიუხედავად, ვეტმოს გამოჩენის შემდეგ მოდა შეიცვალა. ამასთან, ბრენდმა ძალიან ბევრს გაუხსნა კარი. მგონია, რომ ჩემი, როგორც კონცეპტუალისტის და ინოვატორი დიზაინერის მისია შესრულებულია,“ - აღნიშნავს განცხადებაში დემნა გვასალია.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება