ავტორი:

რეგიონები, სადაც ყველაზე მეტი ქორწინება ფიქსირდება და კომპანია, რომელიც ქორწილის ორგანიზებას ონლაინ რეჟიმში გთავაზობთ

რეგიონები, სადაც ყველაზე მეტი ქორწინება ფიქსირდება და კომპანია, რომელიც ქორწილის ორგანიზებას ონლაინ რეჟიმში გთავაზობთ

გასულ წელს, სამოქალაქო რეესტრში 23 202 ქორწინება დაფიქსირდა. მათ შორის, ყველაზე მეტი 6 718 ქორწინება თბილისშია რეგისტრირებული. ამას მოსდევს გურია 3 661 ქორწინებით და ქვემო ქართლი 2 666 ქორწინებით.

მათი უმეტესობა ძირითადად, შემოდგომისა და ზაფხულის დასაწყისშია განსაკუთრებით დატვირთული. ამ პერიოდში განსაკუთრებით რთულია, სანდო კომპანია იპოვნო, რომელიც შენს იმედებს გაამართლებს, ამიტომ უმჯობესია, საკუთარ გემოვნებას მიენდო.

ქორწილი ბევრი ჩვენგანის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან დღეებს შორისაა. გვინდა, რომ ამ განსაკუთრებულ დღეს ყველა დეტალი უნაკლოდ იყოს შესრულებული, ყველაფერი ბრწყინავდეს, საუკეთესო ფოტოები გადავიღოთ და მომავალში მათი დათვალიერება სიხარულს გვგვრიდეს.

გმენიათ ისტორიები, როცა ამ ყველაფრის უნაკლოდ შესასრულებად დაქირავებულმა კომპანიამ ყველაფერი გააფუჭა? ან ღონისძიება ბოლომდე ისე ვერ გამოვიდა, როგორც ჩვენ გვინდოდა?

ჩვენი ცხოვრების ყველაზე ამაღელევებელი მომენტები რომ საუკეთესო მოგონებად იქცეს, უმჯობესია, თავად დავგეგმოთ ის.

საქორწილო ცერემონიალის ორგანიზებაზე მოთხოვნა კი იმდენად მზარდია, რომ ამ პროფილით მომუშავე კომპანიები უამრავ შეკვეთას იღებენ. აღნიშნულ ორ სეზონზე საქორწილო ცერემონიალების სიმრავლის გამო, რთულდება, იპოვნო სანდო კომპანია, რომელიც შენს იმედებს გაამართლებს, ამიტომ უმჯობესია, საკუთარ გემოვნებას მიენდო.

თუ თბილისში საქორწილო დეკორაციებსა და კომპანიების მომსახურებას ყველა ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით, რეგიონებში ეს ყველაფერი ნაკლებადხელმისაწვდომია. გარდა ამისა, საქორწილო ცერემონიალის დასაგეგმად ორგანიზატორების ჯგუფი რომ არ მოვიწვიოთ, რაც არც თუ ისე მცირე ხარჯებთან არის დაკავშირებული, და ყველაფერი თავადვე გავაკეთოთ ისე, როგორც გვსურს, ამაში ონლაინ-სივრცე Wedder.ge დაგვეხმარება.

Wedder.ge-ს მთავარი კომფორტი არის ის, რომ შეგვიძლია, ქორწილი სახლიდან გაუსვლელად დავგეგმოთ. ვებგვერდზე განთავსებულია ონლაინ კატალოგი, რომელშიც შეგვიძლია, შევარჩიოთ ადგილმდებარეობა, დეკორაცია, საქორწილო სამოსი და ფეხსაცმელი. ასევე, ბეჭდები, სამკაული, თაიგული, სილამაზის სალონი და მოსაწვევებიც კი.

ფოტოგრაფისა და ვიდეოგრაფის ძებნა „ფეისბუქის“ ჯგუფებსა და ნაცნობებშიც კი არ დაგვჭირდება, რადგან Wedder.ge-ზე მათი დიდი არჩევანია შემოთავაზებული. ვებგვერდზევე შეგვიძლია, შევუკვეთოთ ტორტი, ღვინო, სამოგრაურო პაკეტი და ა.შ. რაც მთავარია, ბიუჯეტი ზუსტად გვექნება განსაზღვრული და გაუთვალისწინებელი ხარჯების თავიდან აცილება უფრო ეფექტურად შეგვეძლება.

Wedder.ge-ს ხელმძღვანელი ანი სირბილაძე განმარტავს, რომ თანამოაზრეებთან ერთად გადაწყვიტა, საქორწილო ცერემონიალის დაგეგმვის პერიოდი უფრო სასიამოვნო, კომფორტული და საინტერესო გაეხადა.

ამასთან, Wedder.ge ხარისხიანი და სანდო მომსახურებას რეგიონებსაც სთავაზობს. ვებგვერდის გამოყენებისას კომფორტს ქმნის ფასების შედარების სისტემა, რაც საშუალებას გვაძლევს, სასურველი მომსახურება ჩვენთვის ყველაზე მისაღებ ფასად შევარჩიოთ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი