ავტორი:

ერთ ალბომად აკინძული მოგონებები - ფოტოწიგნი, ახალი ტრენდი მსოფლიოში

ერთ ალბომად აკინძული მოგონებები - ფოტოწიგნი, ახალი ტრენდი მსოფლიოში

ვერ ნახავთ თითქმის ვერცერთ ოჯახს, ბავშვის სკოლის ან ბაღის პირველ დღეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას რომ არ ანიჭებდეს. ამ დღეს გადაღებული ფოტოებიდან რომელიმე კი ჩარჩოში აუცილებლად ხვდება, თუმცა დღეს, ციფრულ ხანაში რა ბედი ეწევა დანარჩენ ფოტოსურათებს?

ციფრულ მოწყობილობებში ათასობით ფოტო გვაქვს დაგროვილი, რომელთაც არასდროს ვათვალიერებთ, ტელეფონის ან კომპიუტერის მეხსიერების გასათავისუფლებლად კი მნიშვნელოვან მომენტებში გადაღებული კადრებიც კი წაგვიშლია.

ფოტოსურათები ცხოვრების საუკეთესო მომენტების გახსენებაში გვეხმარება. რთული სათქმელია, რამდენად კარგად გვემახსოვრებოდა სკოლის ან ბაღის პირველი დღე, რომ არა ჩვენი მშობლებისა და ბებია-ბაბუების მიერ შექმნილი ფოტოალბომები. იგივე ტენდენცია ნარჩუნდება დღესაც. ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მშობლებმა შვილების მნიშვნელოვანი დღეების ამსახველი ფოტოსურათების აკინძვა არა ერთ ალბომად, არამედ ერთ ფოტოწიგნად დაიწყეს.

ფოტოწიგნის კონცეფცია საქართველოში სტამბა „პრინტარეამ“ 2017 წელს შემოიტანა. მას შემდეგ ეს მსოფლიო ტრენდი ჩვენს ქვეყანაშიც ვითარდება და მასზე მოთხოვნა სულ უფრო და უფრო მზარდია.

რას გულისხმობს ფოტოწიგნის კონცეფცია და როგორ შევქმნათ ის, ამასთან დაკავშირებით სტამბა „პრინტარეას“ ბრენდ მენეჯერს ანა გოლეთიანს ვესაუბრეთ:

“ალბათ, ყველა ჩვენგანს მოეპოვება სახლში ძველი ფოტოალბომები, რომლებიც ძალიან ბევრ ფოტოს და ამ ფოტოებთან დაკავშირებულ ისტორიებს ინახავს. თუმცა, ციფრულ განვითარებასთან ერთად დავიწყებას მიეცა ისინი. სამაგიეროდ უამრავი ფოტო დაგვიგროვდა მობილურ ტელეფონსა და კომპიუტერში, რომლებსაც თითქმის არასოდეს ვბეჭდავთ...

აქედან წამოვიდა იდეაც, რომ შეგვექმნა ფოტოალბომის თანამედროვე შთამომავალი -ფოტოწიგნი, რომელიც დღევანდელ ციფრულ სამყაროს მაქსიმალურად მოერგებოდა. შედეგად, შევქმენით ონლაინ პლატფორმა photobooks.ge, რომლის საშუალებითაც ტელეფონსა და კომპიუტერში შენახულ ფოტოებს ახალ სიცოცხლეს მივანიჭებდით, დავბეჭდავდით და ერთიან მოგონებების წიგნად ვაქცევდით.

ეს პროცესი 2017 წლიდან დავიწყეთ და შეიძლება ითქვას, პროდუქტი ჯერ ისევ ახალია, თუმცა მოთხოვნა მასზე საკმაოდ მაღალია. იდეაც, რომ საყვარელი და ძვირფასი მოგონებები დავიწყებას არ მიეცეს, სათანადოდ აიტაცა საზოგადოებამ“.

უფრო კონკრეტულად, რა განსხვავებაა ფოტოწიგნსა და ალბომს შორის?

ფოტოწიგნის იდეა იგივეა, რაც ფოტოალბომის - შეინახო ფოტოებში ასახული ძვირფასი მოგონებები და ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპები (ნებისმიერი მოვლენა, რომელიც განსაკუთრებულია შენთვის: ბავშვის დაბადება, ბაღის თუ სკოლის პირველი დღე და ა.შ.) თუმცა, ფოტოალბომისგან განსხვავებით, ფოტოწიგნი სრულად დაბეჭდილია, ასე რომ არ არსებობს იმის საშიშროება, რომ ფოტოები ამოიყრება ან დაიკარგება.

რა სახისა და დიზაინის ფოტოწიგნების შეთავაზება შეუძლია „პრინტარეას“ მომხმარებლისთვის?

ჩვენს ვებ-გვერდზე photobooks.ge სამი ტიპის ფოტოწიგნი გვაქვს წარმოდგენილი: რბილყდიანი, მყარყდიანი რბილი შიგთავსით და მყარყდიანი მყარი შიგთავსით. ასევე გვაქვს ზომების არჩევანი და თითოეულ ფოტოწიგნს განსაზღვრული გვერდების რაოდენობა აქვს.

დიზაინს რაც შეეხება, სრულად პერსონალიზებულია, რადგან მომხმარებელი შაბლონის დახმარებით, ფოტოწიგნს ვებგვერდზე თავად აწყობს. ამასთან, ის არც ფოტოების რაოდენობაშია შეზღუდული, იმგვარ დიზაინს ქმნის როგორიც თავად სურს და წარმოუდგენია.

ძირითადად, რა ტიპისა და დიზაინის ფოტოწიგნებს უკვეთავენ მომხმარებლები და რამდენად პოპულარულია სკოლის პირველ დღეს გადაღებული ფოტოსურათების ფოტოწიგნად ქცევა?

მყარყდიანი ფოტოწიგნები საკმაოდ აქტუალურია. მოთხოვნის ძირითადი წილიც მასზე მოდის. ფოტოწიგნის ეს ტიპი ყველაზე მეტად შეესაბამება ქორწილების, ნათლობების, მოგზაურობების და სხვა მნიშნელოვანი მომენტებისას გადაღებული ფოტოების ერთად შენახვის იდეას.

საქართველოში ყოველთვის იყო პოპულარული საბავშვო ბაღისა თუ სკოლის დაწყება-დამთავრების პერიოდის ფოტოსურათები და მათი მინი ალბომად ქცევა. ჩვენც, ჩვენი მხრიდან გვაქვს დიდი სურვილი ეს პროცესიც თანამედროვე გავხადოთ და უბრალოდ ყდაში ჩაკრული ფოტოსურათიდან, სრულად დაბეჭდილ ფოტოწიგნში გადავიტანოთ ბავშვის ცხოვრების ეს მნიშნელოვანი ეტაპი.

რა რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ ფოტოწიგნის დაბეჭდვამდე?

პირველ რიგში მათ, ვინც ფიქრობს, რომ ეს რთული პროცესია, მინდა ვუთხრა - პირიქით! ძალიან მარტივი და სასიამოვნოა, როცა გვერდებზეშენი სურვილისამებრ შეგიძლია განათავსო ფოტოები, ყდაც კი საკუთარი დიზაინით შექმნა და სრულად პერსონალიზებული, საკუთარი ფოტოწიგნიმიიღო.

რამდენად ხარისხიანი და გამძლეა ფოტოწიგნი?

სამივე ტიპის ფოტოწიგნი დაცულია გახუნებისგან, დაშლისგან და ფოტოების დაკარგვისგან.

როგორ ფიქრობთ, რა მომავალი აქვს ფოტოწიგნის კონცეფციას?

ფოტოწიგნზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება და ვფიქრობ ეს პროცესი გაგრძელდება. ამას მოწმობს მთელი საქართველოს ჩართულობა, არა მარტო თბილისიდან, არამედ სხვა ქალაქებიდანაც. მიწოდების სერვისი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საშუალებას აძლევს მომხმარებელს შეგვიკვეთოს ფოტოწიგნი ნებისმიერი ადგილიდან და განსაზღვრულ დროში, სასურველ მისამართზემიიღოს.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს