ავტორი:

როგორ დავაკავშიროთ მობილური ტელეფონი ტელევიზორთან - უმარტივესი ინსტრუქცია

როგორ დავაკავშიროთ მობილური ტელეფონი ტელევიზორთან - უმარტივესი ინსტრუქცია

უკვე 50 წელიწადზე მეტია, ჩვენს სასტუმრო ოთახებს ტელევიზორები ამშვენებს, მათ გარეშე უამრავი ოჯახის ცხოვრება უბრალოდ წარმოუდგენელია. მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციის მიღებისა თუ რელაქსაციის თავლსაზრისით, ტელევიზორს სხვა არაერთი კონკურენტები გამოუჩნდა, მილიონობით ადამიანისთვის ის მაინც შეუცვლელ მოწყობილობად რჩება. თუ წლების წინ ეს წარმოუდგენელ ფანტასტიკად გვესახებოდა, თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, უკვე შესაძლებელია ტელევიზორისა და ადამიანისთვის მეორე განუყრელი მოწყობილობის - მობილური ტელეფონის ერთმანეთთან დაკავშირება და მათი "ღირსებების" გაერთიანება. მათ, ვინც ჯერ კიდევ არ იცის, როგორ არის ეს შესაძლებელი, ვთავაზობთ მარტივ ინსტრუქციას.

როგორ უნდა დავაკავშიროთ ანდროიდის ტიპის მობილური ტელეფონი სმარტ ტელევიზორებთან?

პირველ ყოვლისა, გაითვალისწინეთ, რომ ეს არის უკაბელო მეთოდი და ტელევიზორი აუცილებლად უნდა იყოს სმარტი (SMART TV).

საუკეთესო ხარისხის სმარტ ტელევიზორები საუკეთესო ფასად

აიღეთ ტელევიზორის დისტაციური მართვის პულტი, შემდეგ დააჭირეთ menu-ს, ჩამონათვალიდან აირჩიეთ ეკრანის გაზიარება (screen sharing) და დაელოდეთ რამდენიმე წამის განმავლობაში!

ტელევიზორზე გამოჩნდება უკაბელო დაკავშირება, ანუ ეკრანის გაზიარება (screen sharing), ამის შემდეგ თქვენი ანდროიდის ტიპის მობილური ტელეფონიდან აირჩიეთ screen mirroring - ფუნქცია.

შენიშვნა: ეს ფუნქცია სხვადასხვა ტელეფონებში, სხვადასხვა ადგილასაა. უმეტესად bluetooth, wi-fi, airplane mode, mobile data და cast -ფუქციებთან მდებარეობს.

ჩართეთ ეს ფუქცია...

ჩართვისას მოძებნის და ამოაგდებს თქვენი სმარტი ტელევიზორის სახელწოდებას, ერთი დაწკაპუნებით დააკავშირებთ...

სულ ეს არის! არანაირი კაბელი არ არის საჭირო, ამ მარტივი მეთოდისთვის. თუ გაქვთ ანდროიდის ტიპის მობილური ტელეფონი და სმარტ ტელევიზია, მაშინ თქვენ შეძლებთ დიდ ეკრანზე ითამაშოთ, დაათვალიეროთ ფოტოები და უყუროთ ფილმებსა, თუ ვიდეოებს.

საუკეთესო ხარისხის სმარტ ტელევიზორები საუკეთესო ფასად

ახალშობილებს, რომელთა დედებიც კოვიდ 19-ით იყვნენ ინფიცირებულები, ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები აქვთ - ახალი კვლევის შედეგი

მადონამ ნაძვის ხე მისი და შვილების მიერ ქაღალდისგან დამზადებული სათამაშოებით მორთო -  ორიგინალური და ლამაზი დეკორაციები ვარსკვლავისგან

"დედამიწას ხუთი ასტეროიდი უახლოვდება" - რა ინფორმაციას ავრცელებს აშშ-ის კოსმოსური სააგენტო