ავტორი:

"2 წელი ფიზიკურად შეუძლოდ ვიყავი... ახლა მცხეთაში ვცხოვრობ" - რას საქმიანობს ერთ დროს ცნობილი დიზაინერი თათა ვარდანაშვილი

"2 წელი ფიზიკურად შეუძლოდ ვიყავი... ახლა მცხეთაში ვცხოვრობ" - რას საქმიანობს ერთ დროს ცნობილი დიზაინერი თათა ვარდანაშვილი

2000-იან წლებში ქართველი დიზაინერის თათა ვარდანაშვილის გამოჩენამ ქართულ მოდის სამყაროში მნიშვნელოვანი კვალი დატოვა. ის ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც შეძლო, რომ საკუთარი დიზაინით შეკერილი ფეხსაცმელების წარმოებით გაეთქვა სახელი. ნიჭიერმა და მონდომებულმა ქალბატონმა 2009 წელს კომპანია "დემეტრე 96" დააფუძვნა, საგანმანათლებლო-სახელობო საქმიანობის უფლება მოიპოვა და კერძო ლიცენზირებული სასწავლებელი გახსნა - ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ტექნოლოგიებისა და კონსტრუირება-მოდელირების სპეციალობით. თუმცა მისი ბიზნესსაქმანობა მალევე საფრთხის ქვეშ დადგა. როგორც დიზაინერი განმარტავს, წინა ხელისუფლების დროს საწარმოს სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმპობა მოუწია, ახალი ხელისუფლების პირობებში კი დირექტორის თანამდებობაც დაატოვებინეს. რა გეგმები აქვს დიზაინერს და რა სიახლეებია მის ცხოვრებაში, ამის შესახებ თათა AMBEBI.GE-ს ესაუბრა:

- რა ბედი ეწია პროფესიულ სასაწავლებელს, რომელიც თქვენ დააფუძნეთ?

- სამწუხაროდ, ამ წუთებში ჩემი ძველი სასწავლებლის რეაბილიტაციას ვერ ვახერხებ, რადგან ჯერ კიდევ სასამართლო მიმდინარეობს. როდესაც პროფესიული სასწავლო ცენტრი სახელმწიფოს გადავეცით, პირობა იყო დადებული, რომ სასწავლებელი მე დამრჩებოდა საკუთრებაში და წარმოება იქნებოდა თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში, ეს იყო წინა ხელისფლების დროს. დღემდე სასამართლო იწელება... არც პროცესები ტარდება. ახლა ახალი სარჩელი გვაქვს შეტანილი, 30 სქეტემბერს პირველ სასამართლო პროცესს ველოდებით.

- რა მოთხოვნით მიმართეთ სასამართლოს?

- კომპანია "დემეტრე 96" სამეწარმეო საქმიანობას ვერ ახორციელებს, რადგან სახელმწიფო ბიუჯეტის ვალი დაუგროვდა, რომელიც 2 მილიონ ლარს აღემატება, ანგარიშებს "ინკასო" ადევს... ზუსტად კომპანიის გადასარჩენად სასამართლოს ახალი სარჩელით მივმართე. მოვითხოვ, რომ დირექტორის თანამდებობაზე აღმადგინონ.

- რა მოლოდინი გაქვთ?

- ძალიან მინდა ვთხოვო მათ, ვისაც ჯეროვანი გადაწყვეტილების მიღება შეუძლია, რომ შემხვდნენ და დამელაპარაკონ, რადგან ეს ყველაფერი ისევ და ისევ სახელმწიფოს ინტერესებში შედის... იმისათვის, რომ ქართული ჯარი საქართველოში იმოსებოდეს და ჩემს სასწავლებელში ახალგაზრდები ეუფლებოდნენ პროფესიას, რომელიც მათ წარმატებული საქმიანობისკენ გაუხნის გზას. ჩვენი კურსდამთავრებულები მიმობნეულები არიან მთელ საქართველოში. მათ "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში საკუთარი სახელოსნოები გახსნეს და ახლა სხვებსაც ასწავლიან პროფესიას.

- ახლა რას საქმიანობთ? რამე სიახლე ხომ არ გაქვთ პროფესიული კუთხით?

- 2015 წლიდან მოყოლებული 2017 წლამდე ძალიან ცუდად, ფიზიკურად შეუძლოდ ვიყავი. ახლა მცხეთაში ვცხოვრობ, აქ მცირე საოჯახო სასტუმრო გვაქვს, სულ სამი ნომრით. ამ ეტაპზე ჩემი საქმიანობა ძირითადად ამით შემოიფარგლება, თუმცა სიხლეებიც მაქვს. დავაფუძნეთ მოდის სკოლა - Vogue school.ge, სადაც 10 წელს ზემოთ ასაკის ბავშვებს ვასწავლით მოდელირებას, კონსტრუირებას, ასევე ხელოვნების იმ დარგებს, რომლებიც ბავშვებს ჭრა-კერვას ადვილად შეათვისებინებს და მათ ამ პროფესიას შეაყვარებს. უკვე დავაანონსეთ, რომ 30 სექტემბერს სკოლის გახსნას ვგეგმავთ.

- არაერთხელ გითქვამთ საჯაროდ, რომ თქვენ გარშემო ყველაფერი დემეტრეს ირგვლივ ერთიანდება, ცხოვრების რა ეტაპზეა ახლა ის?

- ახლახან დაოჯახდა, ორი კვირის წინ ჯვრისწერა ჰქონდა. ჩემი რძალი მარიამ ნაცვლიშვილი სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტია. თვითონ დემეტრემ "შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი" წითელ დიპლომზე დაამთავრა, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია, ბაკალავრის ხარისხით. ახლა მაგისტრატურაზე "ჯიპაში" გამოყენებით ფსიქოლოგიას ეუფლება, ასევე მუშაობს წმინდა გიორგის უნივერსიტეტში, რომელიც ბუკინგემის სასახლეში არსებული წმინდა გიორგის უნივერსიტეტის ანალოგია საქართველოში. მადლობა ღმერთს, რომ დემეტრე ასეთია.

ინფორმაციისთვის, თათა ვარდანაშვილის სამკერვალო წინა ხელისუფლების დროს თავდაცვის სამინისტროს ემსახურებოდა. დიზაინერის სამკერვალოში ჯარისკაცებისთვის სპეციალური უნიფორმები, ჯავშანჟილეტები და ზურგჩანთები იკერებოდა.

მედიკამენტი, რომელიც კრიტიკულად მძიმე კოვიდინფიცირებულებში ეფექტურია... - რა პრეპარატზე ავრცელებს განცხადებას თენგიზ ცერცვაძე?

"დეკანოზმა ილია კარკაძემ მიიღო შესაბამისი შენიშვნა და წუხს ნათქვამი სიტყვების გამო" - მეუფე იოანე ისრაელის ელჩის განცხადებას ეხმაურება

"დეკანოზმა კარკაძემ გადმოანთხია ანტისემიტური შეთქმულების თეორია... მეუფე იოანე გამრეკელის ქადაგება იყო პრობლემური " - ისრაელის ელჩის განცხადება