ავტორი:

თბილისში მიტოვებული ჩვილი იპოვეს - დედამ ბავშვთან ერთად წერილი დატოვა

თბილისში მიტოვებული ჩვილი იპოვეს - დედამ ბავშვთან ერთად წერილი დატოვა

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, გუშინ თბილისში მიტოვებული ჩვილი იპოვეს. შემთხვევა საბურთალოს რაიონის ტერიტორიაზე მოხდა.

თვითმხილველის ინფორმაციით (რომელსაც ანონიმურად ვტოვებთ), პატარა ბიჭუნა, რომელიც კალათაში იყო მოთავსებული, სტუდენტმა იპოვა. ჩვილი დაახლოებით ერთ თვემდე ასაკისაა.

არსებული ინფორმაციით, კალათში საბავშვო საფენები და დედის წერილიც იდო, რომელშიც ქალი წერდა, რომ საშუალება არ აქვს ბავშვის გაზრდის, რადგან ოჯახმა და ნათესავებმა ზურგი აქციეს.

როგორც AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით დაიწყო, რაც ითვალისწინებს სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას.

უწყების ინფორმაციით, ჩვილი კლინიკაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მეტრო "გოცირიძის" მიმდებარედ 12 წლის ბიჭს მატარებელი დაეჯახა, მისი მდგომარეობა მძიმეა

ზუგდიდში ბაბუამ შვილიშვილი დაჭრა - 80 წლის კაცი დაკავებულია

მესტიაში ძმამ ძმა მოკლა - მოკლული პედაგოგი იყო