ავტორი:

ტრაილერის დაჯახების შედეგად დაშავებული პატრულის მდგომარეობა მძიმეა - ის გორიდან თბილისში ვერტმფრენით  გადმოიყვანეს

ტრაილერის დაჯახების შედეგად დაშავებული პატრულის მდგომარეობა მძიმეა - ის გორიდან თბილისში ვერტმფრენით  გადმოიყვანეს

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ხაშური-აგარის მონაკვეთზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებული პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლი ქარელის საავადმყოფოდან შსს-ს ვერტმფრენით თბილისში გადმოიყვანეს.

„გორმედის“ ქსელის, ქარელის ცენტრალურ საავადმყოფოში, პაციენტი შემოიყვანეს კომატოზური მდგომარეობით. მას ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა, მათ შორის მაღალტექნოლოგიური კვლევები, გაეწია პირველადი დახმარება და ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების საფუძველზე მიღწეული სტაბილიზაციის შემდგომ, გადაწყდა შემდგომი მკურნალობისთვის მისი დედაქალაქში გადაყვანა. პაციენტის მდგომარეობა ამ დრომდე უკიდურესად მძიმეა“, - განაცხადა „გორმედის“ ქსელის რეანიმაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დავით ყაზაიშვილმა.

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ხაშური-აგარის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაშავდნენ.

გზისპირა ზოლში გაჩერებულ საპატრულო პოლიციის მანქანას ავტომაგისტრალზე მოძრავი ტრაილერი შეეჯახა.

ბათუმში, საკონდიტრო მაღაზია "დონას" მფლობელს კორონავირუსი დაუდგინდა

ჭავჭავაძის გამზირზე ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ავტობუსი შეეჯახა

სუს-ის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, უწყების 38 თანამშრომელი კარანტინშია გადაყვანილი