ავტორი:

როგორი უნდა იყოს სტუდენტური ბინა და სად უნდა მოძებნოთ ის

როგორი უნდა იყოს სტუდენტური ბინა და სად უნდა მოძებნოთ ის

აქტიური გართობისა და დასვენების პერიოდი აქტიური სწავლის პერიოდმა შეცვალა და დაიწყო სამზადისი ბაღისთვის, სკოლისთვის, უნივერსიტეტისთვის... ბაღისა და სკოლის მოსწავლეები ლამაზ ჩანთებსა და სხვა ნივთებზე ზრუნავენ, სტუდენტების დიდ ნაწილი კი იწყებს ზრუნვას, რომ მოძებნოს ბინა, რომელშიც სტუდენტობის პერიოდში იცხოვრებს. ბინის შერჩევა ადვილი ნამდვილად არაა, მიუხედავად იმისა, რომ თბილისში უამრავი ახალი საცხოვრებელი კორპუსი შენდება და არჩევანი მართლაც მრავალფეროვანია. ეს პროცესი უფრო მარტივი რომ გახადოთ, გთავაზობთ რამდენიმე რჩევას.

რომელი ლოკაცია ჯობს?

თბილისში ბინების ქირაობა/გირაობის ფასი მნიშვნელოვნად განსხვავდება უბნების მიხედვით. სტუდენტები კი მეტ-ნაკლებად შეზღუდული ბიუჯეტით ცხოვრობენ და ამიტომ მათთვის ფასს დიდი მნიშვნელობა აქვს. თუმცა გარეუბანში ბინის იაფად ქირაობის დროს გასათვალისწინებელია ტრანსპორტის ხარჯებიც, რომელმაც საერთო ხარჯი შეიძლება უფრო მეტად გაზარდოს. ეცადეთ ბინა ისეთ ადგილზე იქირაოთ ან იგირაოთ, რომელიც უნივერსიტეტიდან ცოტა მოშორებით იქნება, მაგრამ ისეთ დისტანციაზე, რომ ფეხით სიარულიც შესაძლებელი იქნება. ასე თქვენი ბინის ხარჯს ოპტიმალურს გახდით, ფეხით სიარულით კი თქვენს ორგანიზმს გაახარებთ.

სად მოვძებნო ბინა?

სასურველი ბინის მოსაძებნად შეგიძლიათ დაიქირაოთ მაკლერი, მაგრამ დღეს ეს არც ისე მოხერხებული საშუალებაა. თან მაკლერს გარკვეული ანაზღაურება უნდა გადაუხადოთ. ძალიან კომფორტულია ბინის უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის ვებპორტალზე მოძებნა. ამისთვის SS.GE ძალიან კომფორტული პლატფორმაა, სადაც სასურველი უძრავი ქონების მოძებნის პროცესი მაქსიმალურად გამარტივებული და დაჩქარებულია. საიტზე ინტეგრირებულია „გუგლის“ სერვისები. საიტზევე ამოწმებთ კონკრეტულ უძრავ ქონებასთან მდებარე ობიექტების, მათ შორის, სკვერების, მეტროსადგურების ჩამონათვალს. სისტემაში ჩაშენებული ხელოვნური ინტელექტი უძრავი ქონების ღირებულებასაც შეგიფასებთ 5 ბალიანი შკალით და გეტყვით, რამდენად ოპტიმალურია ფასი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საიტზე ათასობით ყოველდღიურად განახლებადი განცხადებაა.

როგორი უნდა იყოს ბინა?

დიდი ბინა აუცილებელი არაა, ამიტომ ყოველთვიური ხარჯის შემცირება პატარა ბინის ქირაობით შეგიძლიათ. შეგიძლიათ, სტუდიოს ტიპის ბინა მოძებნოთ, რადგან არც დიდი საძინებელი გჭირდებათ და არც დიდი სამზარეულო. ძალიან კარგი იქნება, თუ ბინას ჯგუფელებთან ერთად იქირავებთ, ასე ხარჯებსაც შეამცირებთ და უფრო მხიარულადაც იცხოვრებთ. რაც შეეხება ტექნიკას, სახლში აუცილებლად უნდა იყოს სარეცხის მანქანა, მაცივარი და პატარა გაზქურა. ტელევიზორი აუცილებელი არაა, რადგან თანამედროვე სტუდენტებისთვის კომპიუტერი და სმარტფონი სრულიად საკმარისია მათთვის საჭირო ინფორმაციის მისაღებად. ბევრი ავეჯით დატვირთული სახლიც არაა საჭირო, ჯობს მეტი თავისუფალი სივრცე და მხოლოდ საჭირო ნივთები იყოს სახლში.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი