ავტორი:

„რივერსაიდი“ - სასტუმრო, რომელიც თავისი კონცეფციით ათასობით ტურისტს იზიდავს

„რივერსაიდი“ - სასტუმრო, რომელიც თავისი კონცეფციით ათასობით ტურისტს იზიდავს

თბილისის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ტრენდული მიმართულება ხდება, - წერს უცხოური გამოცემა MTV.CO.UK.

რა ხდის ჩვენს დედაქალაქს ტრენდულს? - ეს ულამაზესი ხედები, ძველ უბნებში შემორჩენილი უნიკალური არქიტექტურა, აბანოთუბანი, მთაწმინდა, მშრალი ხიდი, უგემრიელესი სამზარეულო და სტუმართმოყვარე ხალხია.

გარდა ამისა, თბილსში პოპულარობით სარგებლობს ბუტიკის ტიპის სასტუმროები, რომელთა შორის გამორჩეული ადგილი სასტუმრო “რივერსაიდს“ უჭირავს. სასტუმრო 2005 წელს დაარსდა და თანამედროვეობასთან შერწყმული მე-20 საუკუნის თბილისისა და პარიზის არქიტექტურითა და ულამაზესი ხედებით, ტურისტების ერთ-ერთ უსაყვარლეს მიმართულებად იქცა.

„რივერსაიდი“ თბილისის ისტორიულ და კომერციულ ბიზნეს ცენტრში მდებარეობს. ის დედაქალაქის თითქმის ყველა ღირსშესანიშნაობების მახლობლადაა. აქედან სულ რამდენიმე წუთში მშრალ ხიდზე, თავისუფლების მოედანზე, პარლამენტის შენობასთან ან სულაც მტკვრის სანაპიროზე მოხვდებით.

სასტუმროს თითოეული ნომერი და სართული ხელნაკეთი ავეჯით არის მოწყობილი, რომელიც ბაროკოს, მე-19-მე-20 საუკუნის თბილისისა და პარიზის მაშინდელი ტენდენციების შერწყმას წარმოადგენს. თბილი და ამავდროულად, კაშკაშა ფერები კი შეგახსენებთ, რომ 21-ე საუკუნის ციფრულ ერაში ცხოვრობთ, მიუხედავად იმისა, რომ ნომერში „ფილეტას“ (ახლა უკვე „ფილიპსის“) 1960 წლის ინსპირაციით შექმნილი რადიომიმღები დაგხვდებათ.

სასტუმრო დიდი აივნებით გამოირჩევა, რომელიც სრულად არის გამწვანებული. „რივერსაიდის“ სტუმრებს სეზონის მიუხედავად, აივანზე ყავის ან ჩაის სმა და საუბარი უყვართ. ზოგიერთს ფანჯრიდან ჭადრის ხედების ყურება მოსწონს, ზოგს მტკვრის სანაპიროსი, ზოგი კი პირდაპირ ქუჩას გადაჰყურებს და თბილისის მცხოვრებლების ყოველდღიურობას აკვირდება.

სასტუმროს შპალერიც კი ბაროკოსა და მე-19-მე-20 საუკუნის ტრენდს ასახავს. შესასვლელი მხატვრის მიერ სრულად მინანქრით არის დამუშავებული და მოპირკეთებული. ის ერთდოულად, თანამედროვე, ე.წ Luxury ეფექტსა და ვინტაჟურ სტილს ქმნის. „რივერსაიდის“ დერეფნებში კი „რომანტიული კუთხეებია“ მოწყობილი, რომელსაც შეყვარებული წყვილი თუ მოისურვებს, თავადაც მარტივად აღმოაჩენს.

ის, რითიც სასტუმრო „რივერსაიდი“ ამაყობს, ინდივიდუალური მომსახურების სერვისია. აქ თითოეული სტუმრის კომფორტი და კმაყოფილება მნიშვნელოვანია, ამიტომ პერსონალი მზად არის, თითოეულ მათგანს დაუყოვნებლივ მოემსახუროს.

სასტუმროს საამაყო სერვისებისა და მოვლენების ჩამონათვალში მხოლოდ ეს არ შედის. მოგზაურობის თემატიკაზე შექმნილმა მსოფლიოს უმსხვილესმა ვებგვერდმა TripAdvisor-მა სასტუმრო „რივერსაიდი“ საქართველოს 10 საუკეთესო სასტუმროს შორის შეიყვანა. ამაში ვებგვერდზე დაწერილი მიმოხილვებიც დაგარწმუნებთ.

„რივერსაიდში“ ტურისტებს თბილისელების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილი Tiffany Bar & Terrace-ც იზიდავთ. მისი დახვეწილი, გემოვნებიანი გარემო, რომელიც ასევე ვინტაჟური და თანამედროვე ტენდენციების სინთეზს წარმოადგენს, როგორც ადგილობრივებზე, ისე მოგზაურებზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს. აქ სასიამოვნო გარემოსთან ერთად, უგემრიელესი კერძები და დესერტებიც დაგხვდებათ. ოთხი მზარეული ორიგინალური კონცეფციით ამზადებს კერძებს, რომლის დასაგემოვნებლადაც მეორედ აუცილებლად დაბრუნდებით. ამასთან, Tiffany Bar & Terrace-ში მენიუ სეზონურად იცვლება. ახლა სტუმრებს შანსი აქვთ, მზარეულების მიერ სპეციალურად შექმნილი შემოდგომა-ზამთრის მენიუს კერძები და დესერტები მიირთვან.

სასტუმრო „რივერსაიდისა“ და Tiffany Bar-ის უმნიშვნელოვანესი ნაწილია ტერასა, რომელზეც ღონისძიებების გამართვა ძალიან პოპლარული გახდა. ტერასაზე მისულებსაც სპეციალური მენიუ და ინვიდივუალური მომსახურების სერვისი დაგხვდებათ.

სასტუმრო “რივერსაიდის“ კონცეფციას ტურისტები აღფრთოვანებაში მოჰყავს, ადგილობრივი მცხოვრებლები კი Tiffany Bar & Terrace-ს ერთგული სტუმრები გახდნენ, თუმცა ეს ყველაფერი მის ადმინისტრაციას მოდუნების საშუალებას სულაც არ აძლევს. ისინი წლიდან წლამდე ვითარდებიან, რათა თბილისის კიდევ უფრო ტრენდულ მიმართულებად აქციონ, სასტუმრო „რივერსაიდი“ კი საუკეთესოდ, საუკეთესოთა შორის.

R

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის