ავტორი:

ჯენიფერ ლოპესმა "ვერსაჩეს" კაბით მსოფლიო კიდევ ერთხელ გააოცა

ჯენიფერ ლოპესმა "ვერსაჩეს" კაბით მსოფლიო კიდევ ერთხელ გააოცა

2000 წელს, როდესაც ჯენიფერ ლოპესი "გრემის" დაჯილდოვების ცერემონიალზე Versace-ს მწვანე, სუპერსექსუალური კაბით გამოჩნდა, საძიებო სისტემა "გუგლმა" ფოტოთი ძებნის ფუნქცია დაამატა - მომღერლის წითელ ხალიჩაზე გამოჩენის წამიდან, "გუგლში" ყველა "იმ მწვანე კაბას" ეძებდა, რომელიც JLO-ს ეცვა.

...და სწორედ ამ ისტორიული კაბიდან თითქმის 20 წლის შემდეგ, 50 წლის მომღერალმა კიდევ ერთხელ აალაპარაკა მოდის სამყარო, ახალი კაბით. მილანის მოდის კვირეულზე, Versace-ს 2020 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენება ჯენიფერ ლოპესმა დახურა გათანამედროვებული, ფარფატა, ჯუნგლების თემატიკაზე შექმნილი სუპერსექსუალური კაბით.

ინტერნეტსივრცე წალეკა მომღერლის ფოტოებმა და ვიდეოებმა, რომელიც შოუზეა გადაღებული. პოდიუმზე გამოსულ 50 წლის JLO-ს დარბაზი ფეხზე წამოუდგა და აპლოდისმენტებითა და შეძახილებით გააცილა.

გათანამედროვებული მწვანე კაბა განსხვავებულია 2000 წლის მოდელისგან - ის უფრო მკვეთრი ფერისაა, უმკლავოა და მეტად წარმოაჩენს შიშველ სხეულს.

2000 წელს შექმნილი, უკვე ისტორიად ქცეული მწვანე შიფონის კაბა, დონატელა ვერსაჩეს კარიერაშიც ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია...

რაც შეეხება იმას, თუ როგორ შეცვალა ლოპესის კაბამ ინტერნეტის ისტორია, Google-ის წარმომადგენელი ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებდა:

"ხალხს უნდოდა მეტი, ვიდრე უბრალოდ ტექსტის ნახვა. როდესაც ჯენიფერ ლოპესი 2000 წელს "გრემიზე" მწვანე კაბით წარსდგა, მაშინვე მიიპყრო მსოფლიოს ყურადღება და ყველაზე პოპულარული ძებნის მოთხოვნა გახდა "გუგლის" ისტორიაში. რადგან მაშინ არ გვქონდა ზუსტი შესაძლებლობა, როგორ მიგვეწოდებინა მომხმარებლისთვის ზუსტად ის, რასაც ეძებდა, გაგვიჩნდა იდეა, დაგვემატებინა ფოტოთი ძებნის ფუნქცია".

"მიძინებულმა სიყვარულმა გაიღვიძა" - ჯენიფერ ანისტონი და ბრედ პიტი წვეულებაზე ერთად "გამოიჭირეს"

"პატარა შეცდომა შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს“ - "მასტერშეფის" რომელმა მონაწილემ გაუცრუა იმედი ლევან კობიაშვილს

"ყველას უხდება ის, რასაც ვურჩევ" - ვინ აცმევს "საქართველოს ვარსკვლავის" კონკურსანტებს