ავტორი:

საქართველოში დეკრეტული შვებულების პირობები და ანაზღაურება იცვლება

საქართველოში დეკრეტული შვებულების პირობები და ანაზღაურება იცვლება

შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის თანახმად, დეკრეტული შვებულების ანაზღაურება შესაძლოა, შეიცვალოს. კანონპროექტი, რომლის ერთ-ერთი ავტორი დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილია, პარლამენტს განსახილველად, დაახლოებით ერთ თვეში გადაეგზავნება.

აღსანიშნავია, რომ ცვლილებების თანახმად, დაგეგმილია სტაჟირების, ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ხანგრძლივობის, ასევე შრომითი ხელშეკრულებების დადებისა და შეწყვეტისთვის მთელი რიგი შეზღუდვების დაწესება.

ამასთან, იცვლება დეკრეტული შვებულების პირობები და ანაზღაურების წესი. კერძოდ, როგორც მომზადებულ პროექტშია აღნიშნული, ორსული ქალისთვის სამედინიცო გამოკვლევებისთვის დამატებითი ანაზღაურებადი შესვენება დადგინდება.

ასევე, 183 დღიანი ანაზღაურებადი შვებულების ანაზღაურება, ერთჯერადი დახმარების ნაცვლად მოხდება ხელფასის 80%-ის ოდენობით.

"მამობის შვებულებას ემატება 14-დღიანი ანაზღაურებადი შვებულება, რომელიც შესაძლოა გამოიყენოს მამამ ბავშვის გაჩენის პირველ ორ კვირას; ასევე შემოდის მამობის 30-დღიანი შვებულება, რომელიც შეუძლია გამოიყენოს ბავშვის გაჩენიდან პირველი 183 დღის განმავლობაში, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მეორე მშობელი აღარ სარგებლობს ამ შვებულებით (წარმოდგენილი მექანიზმი აყალიბებს ანაზღაურების უფრო მაღალ სტანდარტს ვიდრე მოთხოვნილია დირექტივით)" -აღნიშნულია პროექტში წაიკითხეთ ვრცლად

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი