ავტორი:

გაიცანით ულამაზესი ქართველი გოგონა, რომელსაც ამერიკულ ფილმებსა და რეკლამებში იღებენ - "ჯენიფერ ლოპესმა მითხრა, პირველად ვთამაშობ ქართველთანო"

გაიცანით ულამაზესი ქართველი გოგონა, რომელსაც ამერიკულ ფილმებსა და რეკლამებში იღებენ - "ჯენიფერ ლოპესმა მითხრა, პირველად ვთამაშობ ქართველთანო"

28 წლის ქართველ მსახიობს მარი ფეიქრიშვილს ამერიკაში ბევრი იცნობს. მან სამსახიობო კარიერა 2015 წლიდან დაიწყო და დღეს უკვე ბევრ ფილმსა და რეკლმაში იხილავთ. თელაველი გოგონა საკუთარი წარმატების შესახებ AMBEBI.GE-სთან საუბრობს:

- მარი მოგვიყევი როდის წახვედი ამერიკაში?

- 2012 წელს ოჯახთან ერთად მწვანე ბარათის მოგების შემდეგ დავტოვე საქართველო. მანამდე, თელავში ვცხოვრობდი, სკოლა იქ დავამთავრე, შემდეგ უნივერსიტეტში ვსწავლობდი, თუმცა ბოლო კურსიდან სწავლის შეწყვეტა მომიწია.

- როგორი იყო ამერიკაში შენი ცხოვრების პირველი ეტაპი?

- ბავშვობიდან ვოცნებობდი, რომ წარმატებული მსახიობი ვყოფილიყავი, თუმცა საქართველოში გარკვეული გარემოებების გამო თეატრალურზე ჩაბარება ვერ მოვახერხე, ვერც კასტინგებზე სიარული. თუმცა ყოველთვის მჯეროდა, რომ ოცნებას ავისრულებდი. ამერიკაში ჩასვლისთანავე ვფიქრობდი, რომ ჩემი თავი სწორედ აქ უნდა აღმომეჩინა. განცხადება ვნახე, რომ სჭირდებოდათ მსახიობი, რომელსაც ტელევიზიაში წამყვანის როლი უნდა შეესრულებინა. გავაგზავნე ჩემი მონაცმეები, თუმცა ასე სწრფად თუ დამიკავშირდებოდნენ არ ველოდი. ვერ გეტყვით ეს რა გრძნობა იყო - სიხარული, შიში და მიზნისკენ სწრაფვა. გადასაღებ მოედანზე უამრავი კამერისა და ცნობილი მსახიობის წინაშე სრულიად გამოუცდელი აღმოვჩნდი, მაგრამ ისე თბილად მიმიღეს, რომ გაუცხოების მომენტი არ მქონდა.

- რომელ ცნობილ მსახიობებთნ ერთად გითამაშია ფილმში ან რეკლამაში?

- ბევრ ცნობილ სახესთან ერთად მიმუშავია, მათ შოროს ყველაზე დასამახსოვრებელი ჯენიფერ ლოპესი იყო. თვითონ გამომელაპარაკა, იტალიელი ვეგონე. როდესც გაიგო საქართველოდან ვიყავი - გაუკვირდა. მითხრა, რომ ქართველთან ერთად ფილმში არასოდეს უთამაშია. ჩვენი ქვეყნის შესახებ მოვუყევი და სხვათაშორის დაინტერესდა კიდეც. ასევე სხვა ბევრ ცნობილ მსახიობთან ერთად მიმუშავია, მათ შორის სკარლეტ იოჰანსონი, ჯულიანა მური, ჯეიმს ფრანკო, რამი მალეკი, ნატალი პორტმანი და ასე შემდეგ.

- შენი ყველაზე დასამახსოვრებელი როლი რომელია?

- იცით, ასე ერთი კონკრეტული მიმართულება არ მაქვს. სულ სხვადასხვა როლის შესრულება მიწევს, რაც ერთგავრი გამოწვევა. უფრო მრავალფეროვანი და საინტერესოა.

- რომელ ფილმებში და რეკლამებში ხარ გადაღებული?

- 2015 წლიდან ამ საქმეში აქტიურად ვარ ჩართული. ყველას ვერ ჩამოვთვლი. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მონაწილეობა ფილმებში, როგორიც არის - Mr robot, the power, the duece, blacklist, new amsterdam, blindspot, blue bloods FBI, Enemy Within, manifest. Elementary, The Younger, Quantico. shades of blue...

ასევე მონაწილეობა მაქვს მიღებული შემდეგი ბრენდების რეკლამებში - adidasi, maybelline jetblue , honda supermario, cadillac. ზოგჯერ თუ თავისუფალი დრო მაქვს კლიპებშიც მიღებენ - ბოლოს steve aoki T.I & young Thug -ის კლიპში გადამიღეს. ეს კლიპი "თაიმ სქვერზე" გაუშვეს... იმ მომენტში მეც იქ ვიყავი. სიხარულისგან ლამის გული წამივიდა... სხვათაშორის, როდესაც პირველად ჩამოვედი ამერიკაში და "თაიმ სქვერზე" ფეხი დავდგი, ვთქვი, ერთ დღეს აქ, ამ ეკრანზე მეც მოვხვდებითქო და ეს ოცნება ამისრულდა.

- ამჟამად რომელ ფილმში გიღებებ?

- რამდენიმე როლის მორგება მიწევს, ყოველდღიურად მაქვს გადაღებები. ამ ეტაპზე 7 სხვადასხვა ფილმში ვარ, თუმცა ყველაზე მნიშველოვანია blue bloods FBI, სადაც FBI-ის აგენტს ვთამაშობ.

- აპირებ თუ არა საქართველოში დაბრუნებას და კარიერის აქ გაგრძლებას?

- თითქმის ყოველწლიურად ჩამოვდივარ საქართველოში, ზაფხულში მეგობრებისა და ახლობლების სანახავად. მიყვარს ჩემი ქვეყანა და მუდმივად მისი ნაკლებობის განცდა მაქვს. ბუნებრივია, შემოთავაზების შემთხვევაში მონაწილეობას მივიღებ ქართულ ფილემბში. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნრლოვანია, რადგან როდესაც შენს საყვარელ საქმეს აკეთებ შენს ქვეყანაში, ამაზე დიდი ბედნიერება არაფერი. ამ ეტაპზე სწავალს ვაპირებ, მინდა პროფესიულად განვვითარდე. ჩემი სამომავლო გეგმები საკმაოდ ვრცელია.

როგორ გამოიყურება ვილა თბილისში, რომელიც 12 მილიონ ლარზე მეტი ღირს

ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

ორ მეხანძრე-მაშველს კორონავირუსი დაუდასტურდა - რა განცხადებას ავრცელებს შსს