ავტორი:

Hisense-ის ბრენდი UEFA EURO 2020-ის ოფიციალური ტელევიზორია!

Hisense-ის ბრენდი UEFA EURO 2020-ის ოფიციალური ტელევიზორია!

Hisense-ის ბრენდი წელს 50 წლის იუბილეს აღნიშნავს. დაგროვილ გამოცდილებას ახალი გამოგონებებით და ბიზნეს გადაწყვეტილებებით ამრავალფეროვნებს. ამჟამად Hisense-ის კვლევისა და განვითარების ცენტრები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და გერმანიაში მდებარეობს, ხოლო პროდუქციის წარმოება მთელი მსოფლიოს მასშტაბით აქვს როგორც ევროპის ქვეყნებში, ასევე მექსიკასა და ჩინეთში.

Hisense-ის ბრენდი ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის UEFA EURO 2020-ის ოფიციალური სპონსორი და ოფიციალური ტელევიზორია! ტექნიკის ბრენდი „ჰაისენსი“ ბოლო წლებში აქტიურად ახორციელებს გლობალურ მარკეტინგულ კამპანიებს და მხარს უჭერს სპორტს და ჯანსაღი ცხოვრების სტილს. Hisense გასულ წლებში ასევე გახლდათ ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის FIFA WORLD CUP 2018-ისა და წინა ევროპის ჩემპიონატის UEFA EURO 2016-ის ოფიციალური სპონსორი და ტელევიზორი.

საქართველოში „ჰაისენსის“ ბრენდი ექსკლუზიურად არის წარმოდგენილი „მეგატექნიკის“ მაღაზიათა ქსელში და ქვეყნის მასშტაბით ტექნიკის ბაზრის დაახლოებით 15%-ს იკავებს. ბრენდი საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს მომხმარებლებში თანამედროვე, დახვეწილი დიზაინისა და ტექნოლოგიების, მაღალი ხარისხისა და გამძლეობის და ხელმისაწვდომი ფასების გამო. „ჰაისენსის“ ბრენდის პროდუქციის პორტფელი წარმოდგენილია ტელევიზორებით, მაცივრებით, საყინულე და კომერციული მაცივრებით, სარეცხი და სარეცხ-საშრობი მანქანებით, მიკროტალღური ღუმელებითა და სმარტფონებით და მათ შეძენას სწორედ „მეგატექნიკაში“ შეძლებთ.

ბოლო პერიოდში Hisense-მა სრულად შეიძინა Gorenje-ს ბრენდი და კომპანია. „ჰაისენსი“ მულტინაციონალური კომპანიაა და მუდმივად ზრდის თავის პორტფელს. ჰაისენსმა ასევე შეიძინა Toshiba-სა და Sharp-ის ბრენდების ტელევიზორების მიმართულება. „გორენიეს“ შეძენის შემდეგ, „ჰაისენსის“ ასორტიმენტში „გორენიეს“ ქარხნებში დამზადებული Hisense-ის ჩასაშენებელი ტექნიკა და ჭურჭლის სარეცხებიც გამოჩნდება.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი