ავტორი:

მსოფლიოში #1 ავეჯის მწარმოებელი ამერიკული კომპანია Ashley HomeStore-ის ოფიციალური შოურუმი საქართველოშია

მსოფლიოში #1 ავეჯის მწარმოებელი ამერიკული კომპანია Ashley HomeStore-ის  ოფიციალური შოურუმი საქართველოშია

ყველაფერი 1945 წელს დაიწყო, როდესაც ჩიკაგოში მასიური ხის ავეჯის დასამზადებელი ოჯახური ბიზნესი გაიხსნა. გახსნის პირველი დღიდან ვანეკების ოჯახი ყოველდღიურად ეძებდა გზებს ეწარმოებინა უფრო კომფორტული და უკეთესი ავეჯი. დღეს Ashley HomeStore-ს 1000-ზე მეტი ოფიციალური შოურუმი აქვს, რომელსაც 1,2 მილიონ კვ.მ.-ზე გაშლილი უახლოესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმოო ხაზები ემსახურება.

Ashley HomeStore-ის კონცეფციაა შექმნას განსხვავებული დიზაინი და აწარმოოს მხოლოდ და მხოლოდ საუკეთესო ხარისხის ეკოლოგიურად სუფთა მასალებით. Ashley HomeStore-ის კოლექციები იწარმოება მასიური ხისა და საუკეთესო ხარისხის ხის ანათალისგან. ყველა პროდუქტი, რომელიც წარმოდგენილია ოფიციალურ შოურუმებში შემოწმებულია ლაბორატორიულად კონსტრუქციის სიმყარესა, ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულზე და ფლობს შესაბამის AFHA სერტიფიკატს.

როგორც მსოფლიოში ავეჯის ყველაზე დიდი მწარმოებელი Ashley Homestore ქმნის ავეჯს განსხვავებული გემოვნების მომხმარებლებისა და განსხვავებული ინტერიერებისთვის. თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ ასორტიმენტი ინდუსტრიული კოლექციებიდან კლასიკური კოლექციების ჩათვლით. შეგიძლიათ შეუხამოთ ერთმანეთს ვინტაჟური კოლექციების ელემენტები თანამედროვე კოლექციას. ცალკე აღსანიშნავია გარე ავეჯის, საბავშვო ავეჯისა და მატრასების კოლექციები. მომხმარებელს შეუძლია სხვადასხვა ოთახში შეიტანოს განსხვავებული სტილის ამერიკული კომფორტი.

Ashley HomeStore-ის რბილი ავეჯის კოლექცია გამოირჩევა თავისი კომფორტითა და მრავალფეროვნებით. ყველა ქსოვილი, რომელიც გამოიყენება წარმოებაში ლაბორატორიულად შემოწმებულია, რომ ნაკლებად ჯდებოდეს მტვერი და იწმინდებოდეს მარტივად. ავეჯის წარმოების ამერიკული სტანდარტი ითვალისწინებს დიზაინის, ეკოლოგიურად მეგობრული, მაღალი გამძლეობის, საუკეთესო კომფორტისა და პრაქტიკულობის ერთობლიობას.

Ashley HomeStore-ის ფასის საიდუმლო მის ტექნოლოგიებსა და წარმოების დიდ მოცულობაშია, რაც საშუალებას აძლებს კომპანიას შესთავაზოს ქართველ მომხმარებელს მაქსიმალური კომფორტი და ხარისხი მისაღებ ფასად. საქართველოში პირველი ოფიციალური Ashley HomeStore წარმოდგენილია 2000 კვ.მ. სივრცეში და მომხმარებელს სთავაზობს ავეჯისა და სახლის დეკორაციების სრულ სპექტრს, საძინებლებითა და რბილი ავეჯით დაწყებული, სასადილო ოთახების, განათებისა და სახლის დეკორაციების ჩათვლით.

Ashley HomeStore ქართველ მომხმარებელს სთავაზობს არა მხოლოდ მსოფლიოში ყველაზე მოთოხვნად ამერიკულ ავეჯს, არამედ მომსახურების სრულ სპექტრს საცხოვრებელი სივრცის აზომვისა და დაგეგმარების ჩათვლით.

ამერიკული კომფორტის მისამართია თორნიკე ერისთავის #2.

R

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის