ავტორი:

სამი ქართველი ლამაზმანის ფოტოები გახმაურებული ფოტოსესიიდან

სამი ქართველი ლამაზმანის ფოტოები გახმაურებული ფოტოსესიიდან

"ოქროსფერი შემოდგომა" იყო იმ საოცრად ლამაზი ფოტოსესიის ინსპირაცია, რომელიც ბრენდისთვის - Delfy Cosmetics ჟურნალ City-ის მიერ იქნა ორგანიზებული.

მთავარი გმირები სამი ქართველი მოდელი, ყველასათვის საყვარელი ტელეწამყვანი - მანიკა ასათიანი, 3 შვილის დედა - ელენე გოგავა და ბლოგერი სალომე კასრაძე გახლდათ. 3 ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ქალი: ქერა, წითური და შავგრემანი, ფოტოებზე საოცარ ჰარმონიას ქმნის.

პოპულარული ტელეწამყვანი, მანიკა ასათიანი ერთ-ერთი იმ წარმატებულ მოდელთაგანია, რომელიც განსაკუთრებული გარეგნობისა და წითური თმების დამსახურებით თავიდანვე გამოირჩეოდა პოდიუმზე.

იგი დღეს, თავის მთავარ საქმესთან ერთად აქტიური ინფლუენსერიცაა და თავის ინსტაგრამ გვერდიდან (104 000 გამომწერი) სასარგებლო რჩევებსა და სიახლეებს გვაცნობს მოდისა და სილამაზის მიმართულებით.

მაღალი ხარისხითა და განსაკუთრებული პიგმენტაციით გამორჩეული დელფის ყველაზე მაღალგაყიდვადი ჰაილაითერების ნაკრები - Rich 5, მანიკას რჩეულ პროდუქტებს შორის მოხვდა:

"დელფის" ჰაილაითერების პალიტრა, ჩემი აზრით, ყველა ქალისთვის must have პროდუქტია. ფერების მიხედვით შეგვიძლია შევუხამოთ ჩვენი დღის მაკიაჟს. არა მარტო სახეზე, არამედ სხეულზეც შეგვიძლია გამოვიყენოთ, მხრებზე, ლავიწის ძვლებზე, თან სეზონსაც ხომ აქვს მნიშვნელობა?! ჩემი აზრით, შემოდგომას განსაკუთრებით უხდება ოქროსფერი გამა" - გვიზიარებს მანიკა თავის გამოცდილებას.

სალომე ერთ წელზე მეტია "იუთუბერია" და ამ მოკლე დროში თავის Youtube-არხზე უკვე 15 000 ზე მეტი მიმდევარი ყავს.

სილამაზე, მოდა, ჯანსაღი ცხოვრების წესი - ეს ის მთავარი თემებია, რომლითაც იგი აქტიურადაა გატაცებული და რომლებზეც თავის ვიდეოებში ძალიან საინტერესოდ გვესაუბრება.

Delfy-ს ოქროსფერი, ზეთოვანი შიმერი იდეალური პროდუქტია რუჯის შემდგომ. ზღვის აქტიური სეზონი უკვე გავიდა, მაგრამ გვინდა ჩვენს კანს ისეთი ელფერი ჰქონდეს, თითქოს მზემ ეს ესაა დახედა. თხევადი ტქსტურა, რომელიც არ არის მძიმე, ადვილად და თანაბრად ნაწილდება კანზე" - ამბობს სალომე.

ელენე 13 წლიდან მოდელობს, თუმცა ადრიანად დაოჯახდა და სამი შვილის დედა დღესაც არაჩვეულებრივ ფორმაშია: აქტიურადაა დაკავებული სპორტითა და ჯანსაღი ცხოვრების წესით.

“თერმული წყლის გამოყენება ჩემთვის ყოველდღიურობაა. არ აქვს მნიშვნელობა სეზონს, ამინდს და სხვა გარემო პირობებს. სახის კანს მუდმივად სჭირდება სუნთქვა და გაგრილება. ჩემს ცანთაში ყოველთვის ადგილი უჭირავს ამ პროდუქტს. დელფის თერმული წყლის დამატებითი უპირატესობა ჰიალურონის შემცველობაა, რაც მას მკვებავ ფუნქციას მატებს და ატენიანებს კანს ხანგრძლივი დროის განმავლობაში" - ამბობს სალომე.

აღნიშნული ფოტოსესია ჟურნალ “სითის” სექტემბრის ნომერში გამოქვეყნდა და მისი შეძენა შეგიძლიათ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში.

დელფის სათაო მაღაზია “გალერია თბილისის” -1 სართულზე მდებარეობს. პროდუქცია ონლაინ გამოწერითაც ხელმისაწვდომია, საიტებიდან:

www.delfycosmetics.ge, www.glamore.ge

ის, რაც შთაგვაგონებს ვიზრუნოთ ჩვენს პლანეტაზე. ქართულენოვანი National Geographic –ის მეასე გამოცემა

ინტერნეტვარსკვლავი 95 წლის COVID-19-სგან გამოჯანმრთელებული გოგალი ბაბუ თავის ექიმებს ახალ წელს ულოცავს

დავით ზილფიმიანი ღია წერილს ავრცელებს