ავტორი:

უცხოეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციის 4 გზა- რჩევები მეღვინეებს

უცხოეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციის 4 გზა- რჩევები მეღვინეებს

მსოფლიოს მასშტაბით ვერ ნახავთ ქვეყანას, რომლის მოსახლეობის უმეტესობასაც ღვინის სახლში დაწურვის ტრადიცია ჰქონდეს და ამას 8 000 წლის განმავლობაში უწყვეტად აკეთებდეს. ღვინის დაწურვის ამდენსაუკუნოვანი ტრადიცია მხოლოდ საქართველოს აქვს. მეღვინეთა რიცხვი დღესდღეობით სულ უფრო და უფრო იზრდება. განსაკუთრებით კახეთის რეგიონში მეღვინეების ნაწილი ადრე თუ მხოლოდ ჩამოსასხმელ ღვინოს ამზადებდა, დღეს მის ბრენდირებასა და არამხოლოდ შიდა ბაზარზე, არამედ უცხოეთში სარეალიზაციოდაც ამზადებს. ამისთვის მათ მარტივი გზის გავლა არ უწევთ, თუმცა ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობისა და ქართული ღვინის პოპულარობის, ასევე, მრავალმილიონიანი ევროპული ბაზრის პერსპექტივის გათვალისწინებით, დღეს გავლილი რთული გზა ყველაზე სარფიანი ინვესტიციაა, რომელიც შედეგს ხვალვე თუ არა, რამდენიმე წლის შემდეგ მაინც გვაჩვენებს.

ღვინის შიდა ბაზარზე სარეალიზაციოდ თუ საექსპორტოდ გატანამდე მისი პოპულარიზაციის გზები უნდა დავსახოთ. ამისთვის როგორც უმაღლესი ხარისხი და საუკეთესო გემოვნური თვისებები, ისე სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობის მიღება დაგვეხმარება.

ჩვენ დავსახეთ რამდენიმე გზა, როგორ გავხადოთ ღვინო უფრო პოპულარული, განსაკუთრებით მაშინ, თუ მისი წარმოება მხოლოდ ახლა დავიწყეთ და ფართო ბაზარზე ჯერ არავინ გვიცნობს.

1. კანონით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვა

თუ გვინდა, რომ ღვინო ბაზარზე სანდოობით გამოიჩეოდეს, იგი საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით უნდა იყოს წარმოებული. საქართველოს კანონმდებლობა, უფრო კონკრეტულად კი საქართველოს მთავრობის დადგენილება ტექნიკური რეგლამენტის - ღვინის წარმოების ზოგადი წესისა და ნებადართული პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ. მნიშვნელოვანია, ეს ტექნიკური რეგლამენტი დაცული იყოს. კანონმდებლობაში არსებული ნორმების მიხედვით უნდა იყოს განსაზღვრული ღვინის ორგანოლეპტიკური და ფიზიკურ-ქიმიური მახასიათებლები, დაცული უნდა იყოს სპირტშემცველობის ნორმები, დიოქსიდის საერთო მასური კონცენტრაცია, დიგლუკოზიდის მასური კონცენტრაცია და ა.შ.

თუ ღვინო კანონით გათვალისწინებულ ყველა ნორმას აკმაყოფილებს, დიდი ალბათობით,პროფესიონალი სომელიეები მას არ დაიწუნებენ.

2. განვსაზღვროთ, ვინ არის ჩვენი მომხმარებელი

მაგალითად, თუ გსურთ, ღვინო საექსპორტოდ აწარმოოთ და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების სიკეთით თქვენც ისარგებლოთ, უნდა შეისწავლოთ, რა სახის ღვინით ინტერესდებიან ისინი. რამდენიმე ექსპორტიორის განმარტებით, ჩინურ ბაზარზე უფრო მეტი მოთხოვნა წითელ ღვინოზეა, ვიდრე თეთრზე.

3. ღვინის ფესტივალებში მონაწილეობა

უარი არ უნდა ვთქვათ არცერთ ღონისძიებაზე, რომელიც ჩვენი პროდუქციის პრეზენტაციის საშუალებას გვაძლევს, განსაკუთრებით, ტურისტებთან. უკვე მესამე წელია, ქართველი მეღვინეები მეიდანზე გამართულ ღვინის ფესტივალში იღებენ მონაწილეობას და როგორც ტურისტებს, ისე ადგილობრივებს თავიანთ პროდუქციას აცნობენ. აქ სხვადასხვა წარმოდგენა და ღვინის დეგუსტაცია-გამოფენა-გაყიდვა იმართება. ფესტივალი ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს, ამიტომ მასში მონაწილეობას როგორც მსხვილი კომპანიები, ისე დამწყები მეღვინეები იღებენ.

წელს, ქართული ღვინის ფესტივალი 12 ოქტომბერს გაიმართება და ტრადიციულად, უამრავ სტუმარს უმასპინძლებს. მეღვინეთა რეგისტრაცია უკვე დაწყებულია.

4. პროდუქციის პოპულარიზაციისთვის გამოიყენეთ ღვინის ეროვნული სააგენტოს ჩართულობით გამართული გამოფენები

ღვინის ეროვნულ სააგენტოს აქვს პროექტი „საქართველო - ღვინის სამშობლო“. პროექტის ფარგლებში წლს მათ იაპონიის ბაზარს გააცნეს ქართული ღვინო და მისი დაყენების მეთოდი. 2017 წელს კი საფრანგეთში, ბორდოში დაიწყეს გამოფენების სერია და ქართული კულტურის შესახებ ათასობით უცხოელს მიაწოდეს ინფორმაცია.

წელს, იაპონიაში, კერძოდ, ტოკიოში ქართულ ღვინოსა და კულტურას სუმოისტი (ოძეკი) ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინიც უწევდა პოპულარიზაციას. გამოფენაში არაერთმა ქართულმა მხვილმა კომპანიამ თუ მცირე მარანმა მიიღო მონაწილეობა, რისი მეშვეობითაც ახალი პარტნიორები შეიძინეს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი