ავტორი:

მთაწმინდის პარკში თბილისის საბავშვო ფესტივალი გაიმართება

მთაწმინდის პარკში თბილისის საბავშვო ფესტივალი გაიმართება

28 სექტემბერს მთაწმინდის პარკში თბილისის საბავშვო ფესტივალი გაიმართება. ფესტივალზე გამომცემლობა "პალიტრა L-იც" იქნება წარმოდგენილი.

ღონისძიებაზე მოსული სტუმრები გამომცემლობის საბავშვო სერიული და არასერიული ლიტერატურისა და აქსესუარების შეძენას 30%-დან 60%-მდე ფასდაკლებით შეძლებენ.

ბავშვებისთვის ლიტერატურის შერჩევა დიდ ყურადღებას მოითხოვს. მნიშვნელოვანია, რომ მოზარდი ადრეული ასაკიდანვე დაუახლოვდეს წიგნს. ფესტივალზე წარმოდგენილი მრავალფეროვანი, ილუსტრირებული წიგნები კი მშობლებს არჩევანის გაკეთებას უფრო გაუადვილებს. აქ იქნება, როგორც ზღაპრები და ენციკლოპედიები, ასევე მსოფლიო კლასიკოსების მიერ სპეციალურად ბავშვებისთვის შექმნილი ნაწარმოებები, რომელთა უმრავლესობა ქართულ ენაზე პირველად ითარგმნა.

გარდა ამისა, გარკვეულ შენაძენზე მკითხველი სხვადასხვა საჩუქარსაც მიიღებს.

ფესტივალი მთაწმინდის პარკში 11:00 საათიდან 19:00 საათამდე გაგრძელდება.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს