ავტორი:

"ავერსი" "ნაკომის" უნიკალურ კოსმეტიკას წარმოგიდგენთ

"ავერსი" "ნაკომის" უნიკალურ კოსმეტიკას წარმოგიდგენთ

ზაფხულის სეზონზე "ავერსმა" მომხმარებელს მორიგი სიახლე - პოლონური ბრენდის "ნაკომის" სურნელოვანი პროდუქცია შესთავაზა.

თავის მოვლის საშუალებები ფორთოხლის, თაფლისა და ბროწეულის, მარწყვისა და ყავის, ბანანისა და მანგოს არომატებით არის გაჯერებული. ასე რომ, "ნაკომი" თქვენს სხეულთან, თმასა და კანთან ერთად განწყობაზეც ზრუნავს - სასიამოვნო სურნელი ხალისითა და ენერგიით აგავსებთ.

"ნაკომის" უნიკალური კოსმეტიკური საშუალებები, რომლებიც ნატურალურ ინგრედიენტებზეა დამზადებული, არ შეიცავს სულფატებს, ალერგენებს, პარაბენებს, მინერალურ ზეთებს, მავნე კონსერვანტებს და საღებავებს, რომლებიც ჯანმრთელობას ვნებს.

"ნაკომი" ფლობს არაერთ ეკოსერტიფიკატს, რომლებიც მის ეკოლოგიურ უსაფრთხოებას ადასტურებს. ამასთან, ცნობილია, რომ ნაწარმის ტესტირებისთვის მწარმოებელი კომპანია არ იყენებს ცხოველებს.

"ავერსი" მუდმივად სწავლობს უცხოურ ბაზრებს, რომ ქართველ მომხმარებელს საუკეთესო და უახლესი პროდუქცია შესთავაზოს.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი