ავტორი:

"წითელ პლაშზე შავი კოლგოტი ვინ გირჩიათ?!" - სალომე ზურაბიშვილს ტრამპებთან გადაღებული ფოტოს გამო აკრიტიკებენ

"წითელ პლაშზე შავი კოლგოტი ვინ გირჩიათ?!" - სალომე ზურაბიშვილს ტრამპებთან გადაღებული ფოტოს გამო აკრიტიკებენ

სალომე ზურაბიშვილის ფოტომ, რომელიც მან აშშ-ს პრეზიდენტთან და პირველ ლედისთან ერთად გადაიღო, სოციალური ქსელების ქართველ მომხმარებლებში აჟიოტაჟი გამოიწვია. "ფეისბუქზე" წერენ, რომ საქართველოს პრეზიდენს ოფიციალური მიღებისთვის შესაფერისად არ ეცვა და მას ფოტოზე დგომასაც უწუნებენ.

ზურაბიშვილმა ფოტო "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა.

ფოტოს კომენტარებში ინტერნეტმომხმარებლები ყურადღებას წითელ მოსაცმელსა და შავ კოლგოტზე ამახვილებენ.

"ფეისბუქის" მომხმარებლების ნაწილმა არც მისი დგომის მანერა მოიწონა.

თუმცა, სალომე ზურაბიშვილს არაერთი მხარდამჭერიც გამოუჩნდა - ისინი წერენ, რომ პრეზიდენტი შესანიშნავ ფორმაში იყო.

"მე მომწონს ჩემი პრეზიდენტი და წარმატებებს ვუსურვებ!" - ვერა-ციცინო ხარაბაძე.

"წარმატებები ამ რთულ გზაზე პრეზიდენტს. ის ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტია" - ვაჟა კურტანიძე.

ოფიციალურ მიღებაზე აშშ-ს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ, ეტიკეტის გათვალისწინებით, სტუმრად მყოფი დელეგაციების წარმომადგენლებთან ერთად გადაიღეს სურათები.

როგორ გამოიყურებიან სხვა ქვეყნების ლიდერები და მათი მეუღლეები ოფიციალურ ფოტოებზე ტრამპებთან ერთად:

უკრაინის პრეზიდენტი და მისი ცოლი ტრამპებთან

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ცოლთან ერთად

თურქეთის პრეზიდენტი ცოლთან ერთად

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ცოლთან ერთად

მონტენეგროს პრეზიდენტი ცოლთან ერთად

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი