ავტორი:

"კავკასიურ სახლში" წიგნის - "ჯონ ლენონი" წარდგენა გაიმართება

"კავკასიურ სახლში" წიგნის - "ჯონ ლენონი" წარდგენა გაიმართება

28 სექტემბერს 16:00 საათზე, "კავკასიურ სახლში" (გალაკტიონისქ. #20) სერიის „50 პერსონა -მათ შექმნეს ისტორია“ წიგნის "ჯონ ლენონი" წარდგენა გაიმართება.

თემურ ტონიას წიგნის წარდგენასა და საჯარო განხილვას, პროექტ "კულტურის კალენდრის" ფარგლებში, "კავკასიური სახლის" იორგ ჰენლეს სახელობის დარბაზი უმასპინძლებს.

ჯონ ლენონი მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირია. მან თავისი შემოქმედებით წარუშლელი კვალი დატოვა მილიონობით ადამიანის ცნობიერებაზე. კრიტიკოსები დარწმუნებულნი არიან, რომ გენიალური მუსიკოსის არაერთი კომპოზიცია საუკუნეებს გაუძლებს და შორეულ მომავალშიც უამრავი მელომანის გულს დაიპყრობს.

წიგნში - "ჯონ ლენონი" დაწვრილებითაა განხილული ლენონის ცხოვრებისა და მოღვაწეობის საინტერესო მონაკვეთები.

ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს წიგნის შეძენის შესაძლებლობაც ექნებათ.

დასწრება თავისუფალია.

ღონისძიების ბმული: https://www.facebook.com/events/2479444508996950/

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს