ავტორი:

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ საშემოდგომო აქცია მიმდინარეობს

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ საშემოდგომო აქცია მიმდინარეობს

ტოიოტას პირველი ოფიციალური დილერი საქართველოში „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ტრადიციულ სეზონურ შეთავაზებებს აგრძელებს და მომხმარებელს საშემოდგომო აქციაზე იწვევს.

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ტოიოტას მარკის ავტომობილების მფლობელ ფიზიკურ პირებს, შემოდგომის მანძილზე, ძრავის ორიგინალი ზეთისა და ფილტრის შეცვლას სპეციალურ ფასად სთავაზობს, რაც მძღოლებისთვის საშემოდგომო მოგზაურობას მეტად უსაფრთხოს გახდის. გარდა ამისა, საშემოდგომო აქციაში ჩართვით დაინტერესებული მომხმარებლისთვის, „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ კონკრეტულ მომსახურებებზე, დამატებით, 10%-იან ფასდაკლებას აწესებს.

„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ საშემოდგომო აქციის ფარგლებში VITZ-ის, IST-ის და YARIS-ის მძღოლებს ავტომობილებში ძველი ზეთისა და ფილტრის შეცვლა ძრავის ახალი, ორიგინალი ზეთითა და ფილტრით 90 ლარად შეუძლიათ. Corolla-ს მფლობელებს ამ მომსახურებას 100 ლარად, ხოლო Camry-ს, Prius-ის და RAV4-ის მძღოლებს - 125 ლარად გაუწევენ.

ყველა მომხმარებელს, რომელიც საშემოდგომო აქციაში ჩაერთვება, „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ გადაცემათა კოლოფის ზეთის შეცვლასა და „ანტიფრიზზე“, დამატებით, 10%-იან ფასდაკლებას სთავაზობს.

„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ მიერ აქციის ფარგლებში შეთავაზებული ძრავის ზეთი და ფილტრები, ასევე სხვა ავტონაწილები არის ორიგინალი (იაპონური) წარმოების, უმაღლესი ხარისხის და დამზადებულია სპეციალურად ტოიოტას მარკის ავტომობილებისთვის.

“ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ავტომობილების მფლობელებს მოემსახურებიან „ტოიოტას“ მიერ სერთიფიცირებული მაღალპროფესიონალი ტექნიკოსები, რომლებიც მზად არიან, მომხმარებელს მათთვის საჭირო ნებისმიერ ტექნიკურ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაცია გაუწიონ.

„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ საშემოდგომო აქციაში ჩართვით, რომელიც მხოლოდ ფიზიკურ პირებზე ვრცელდება, მომხმარებელი შეძლებს უმოკლეს დროში განაახლოს თავისი ავტომობილი და ამასთან ერთად, მაღალი ხარისხის მომსახურება მიიღოს.

აქციით სარგებლობის მსურველებს შეუძლიათ მიმართონ „ტოიოტა ცენტრი თბილისს“ შემდეგ მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-20 კმ. დილის 09:30-დან საღამოს 18:00 საათამდე. დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 032 2511; 032 2 522 022; www.toyota-tbilisi.com

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი