ავტორი:

ეკა ბესელია - მოსამართლეობის 5 კანდიდატის მხარდაჭერა, რომელთა შორის მიხეილ ჩინჩალაძეც იყო, ივანიშვილმა მომთხოვა

ეკა ბესელია - მოსამართლეობის 5 კანდიდატის მხარდაჭერა, რომელთა შორის მიხეილ ჩინჩალაძეც იყო, ივანიშვილმა მომთხოვა

შეხვედრა შედგა, სადაც პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ დავთანხმებულიყავი 5 მოსამართლე მაინც გაგვეყვანა 10-კაციანი სიიდან, მათ შორის პირველი ვისი გვარიც მახსოვს, სხვა გვარები არ დასახელებულა, იყო მიხეილ ჩინჩალაძე, რაზეც კატეგორიული უარი ვთქვი, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა და ის შეხვედრა გაიხსენა, სადაც ბესელიას სთხოვდნენ დეკემბერში წარდგენილი 10-კაციანი სიიდან 5 კანდიდატისთვის მხარი დაეჭირა.

ეკა ბესელიას ადასტურებს, რომ მოსამართლეობის ხუთი კანდიდატის მხარდაჭერა მას ბიძინა ივანიშვილმა მოსთხოვა.

„შეხვედრა შედგა, ოთხშაბათი დილა იყო ზუსტად მახსოვს, შეხვედრაზე იყო საუბარი და პირდაპირ ნათქვამი, რომ დავთანხმებულიყავი 5 მოსამართლე მაინც გაგვეყვანა 10-კაციანი სიიდან, მათ შორის პირველი ვისი გვარიც მახსოვს, სხვა გვარები არ დასახელებულა, იყო ჩინჩალაძე, რაზეც კატეგორიული უარი ვთქვი, რომ ამას არ გავაკეთებდი. მიმაჩნდა, რომ ის სია მთლიანად მიუღებელი იყო აბსოლუტურად, თავისი შინაარსით და ბიოგრაფიით, რადგან იქ იყვნენ მოსამართლეები, რომლებიც სწორედ წარსულის ძალადობრივ სისტემას ამყარებდნენ. პროცედურაც აბსოლუტურად უკანონო იყო. ასე ნაჩქარევად, პარტიზანულად, როგორც ირაკლი კობახიძე ითხოვდა, სია გამეტანა პარასკევს კომიტეტის სხდომაზე და შემდეგ სესიაზე", - აცხადებს ბესელია.

ამასთან, ეკა ბესელია ასახელებს უმრავლესობის წევრს, თამარ ჩუგოშვილს, რომელიც აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდა.

„თამარ ჩუგოშვილი ამას დაადასტურებს თუ არა, მე არ მაქვს მოლოდინი, რომ ის გამოიჩენს განსაკუთრებულ გამბედაობას. ამაშიც გავუგებ მას, როგორც ქალი. მე ვერ მოვთხოვ სხვას განსაკუთრებულ გმირობას და იმას, რასაც მე გავდივარ, ეს გზა გაიაროს. მესმის, რომ მას კომპრომისებზე წასვლა უწევს, ამის მაგალითი იყო იმ ცუდი ცვლილებების მხარდაჭერა და არგაპროტესტება, რაც მოხდა. მესმის, რომ მას გაუჭირდება ამის თქმა, მაგრამ იმ შეხვედრაზე მასაც კრიტიკული პოზიცია ჰქონდა", - განაცხადა ბესელიამ.

LIVE: "360 გრადუსი" - თამარ ჩუგოშვილი, რამაზ საყვარელიძე, ირაკლი მეზურნიშვილი

"აბდა-უბდა გადასკუპტა, აქეთ ტაში, იქით - ტაში... ასე გვიყვარს ჩვენ თამაში, ეს არის თქვენი ლეიტმოტივი" - ქანთარია ოპოზიციას

LIVE: "საღამოს ნიუსრუმი" - დღის მნიშვნელოვანი ამბები, ინტერპრეტაციის გარეშე