ავტორი:

ვინ არის ირლანდიაში პოპულარული ქართველი მწვრთნელი, რომელსაც "კრივის ალექს ფერგიუსონს" უწოდებენ

ვინ არის ირლანდიაში პოპულარული ქართველი მწვრთნელი, რომელსაც "კრივის ალექს ფერგიუსონს" უწოდებენ

"ის არის ირლანდიური კრივის სერ ალექს ფერგიუსონი. უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, მან ბევრი რამ შეცვალა ირლანდიურ კრივის სასიკეთოდ" – დაწერა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე ტიტულოვანმა ირლანდიელმა მოკრივემ კარლ ფრამპტონმა.

"ის არის მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელი. ჩემთვის მეორე მამასავითაა, რომელმაც სპორტშიც და ცხოვრებაში ბევრი რამ მასწავლა. მან უდიდესი წვლილი შეიტანა ირლანდიაში კრივის განვითარებასა და ბოლო წლებში მიღწეულ წარმატებებში" - ამბობს ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს 5-გზის და ევროპის 6-გზის ჩემპიონი კეტი ტეილორი ერთ-ერთ ინტერვიუში.

ამ შეფასებებს ტიტულოვანი სპორტსმენები ქართველი მწვრთნელის - ზაურ ანთიას კარიერის შესახებ აკეთებენ. სპორტის ბევრმა ქართველმა გულშემატკივარმა ალბათ არ იცის, რომ საკრივო ტრადიციებით და წარმატებებით ცნობილ ირლანდიას 2003 წლის შემდეგ სწორედ ზაურ ანთია ხელმძღვანელობს.

დღესდღეობით ის კურირებს როგორც ვაჟთა, ისე ქალთა ყველა ასაკობრივ ნაკრებს. ირლანდიაში ზაურ ანთია 2003 წელს გადავიდა. იქამდე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი იყო. ის გახლავთ საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი და მშობლიური ქალაქის ფოთის საპატიო მოქალაქე.

გულშემატკივართათვის საინტერესო სხვადასხვა თემებზე სასაუბროდ, "ლელო" ბატონ ზაურს ირლანდიაში დაუკავშირდა.

- ბატონო ზაურ თქვენი სამწვრთნელო საქმიანობის პირველი ნაბიჯებით, ანუ საქართველოში მოღვაწეობით დავიწყოთ.

– 1985 წლიდან ვმუშაობ მწვრთნელად. თავდაპირველად ფოთის კრივის სკოლაში დავიწყე. რამდენიმე წელიწადში, როდესაც ჩემი და აწგარდაცვლილი ნიკოლოზ ჯლანტიაშვილის შეგირდები კობა გოგოლაძე, ლაშა გეგენავა და ზურაბ სარსანია საბჭოთა კავშირის 3–3 გზის ჩემპიონები გახდნენ და ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე მედლებიც მოიპოვეს მე საბჭოთა კავშირის ჭაბუკთა ნაკრებშიც გადამიყვანეს.

სსრკ-ს დაშლის შემდეგ ფოთშიც გავაგრძელე მოღვაწეობა და საქართველოს ეროვნული ნაკრებში მთავარი მწვრთნელის ზურაბ გუნიას თანაშემწე გავხდი, რომელიც სხვათაშორის სპორტსმენობისას ჩემი მწვრთნელი გახლდათ. მოგვიანებით უკვე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში მთავარ მწვრთნელად დავინიშნე.

აღზრდილი მყავს არაერთი წარმატებული მოკრივე: ნიკოლოზ იზორია, ლევან ღვამიჩავა, კახა მებურია, დავით მაკარაძე, გია უნგიაძე, დავით და თემურ ხურცილავები და სხვები. ოთხი ოლიმპიელი გვაყავს ჩვენ გაზრდილი.

- ირლანდიაში თქვენს შესახებ მეტად პოზიტიურად საუბრობენ. ბუნებრივია, ადვილი არაა უცხოელი ადამიანისთვის ამა თუ იმ ქვეყნაში სპორტის რომელიმე სახობაში თავის დამკვიდრება და განსაკუთრებით წარმატებული კარიერის აწყობა.

- მიხარია, რომ ჩემს შრომას ნაყოფი მოსდევს და ირლანდიელები აფასებენ იმას, რასაც ვაკეთებ. თუმცა 2003 წელს, როდესაც ამ ქვეყანაში ჩამოვედი ნამდვილად არ მეგონა თუ ასე დაულაგებელი იქნებოდა ირლანდიური კრივი. ერთ დროს სპორტის წარმატებული სახეობა ამ ქვეყანაში თითქმის მოშლილი იყო. ირლანდიელებს სამ ოლიმპიურ თამაშებზე მედალი აღარ მოეპოვებინათ, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები აღარ ჰყავდათ.

სწორედ ამიტომ იყო რომ 2003 წელს ახალი მთავარი მწვრთნელის ძებნა დაიწყეს. იმედი მქონდა პირველ ყოვლისა იმის, რომ კრივის ნაკრების განვითარებისთვის სწორი ხედვა გამაჩნდა, რასაც შეეძლო შედეგი მოეტანა სპორტსმენებისთვის და გუნდებისთვის. მაშინ, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი ვიყავი, თუმცა ირლანდიის მთავარი ნაკრების თავკაცის პოზიციაზე სამუშაოდ გასაუბრებაზე დაძახება ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო და ამიტომაც ჩავედი დუბლინში.

- არჩევანს რამდენ კანდიდატს შორის აკეთებდნენ?

- სულ 17 კანდიდატი ვიყავით: ინგლისელი, ფრანგი, ახალ ზელანდიელი, ავსტრალიელი და ცხადია ირლანდიელი მწვრთნელებიც იყვნენ. რამდენიმე ეტაპი გავიარეთ. ჩემი მოსაზრებები წარვუდგინე კომისიას სხვადასხვა საკითხებზე და მივიღე მათი ცალსახა მხარადაჭერა. მთავარი პრობლემა ჩემი არჩევისას ენის არცოდნა იყო. ამის გამო რამდენიმე წელიწადი სტატუსად მქონდა "ყველა ნაკრების მწვრთნელი ტექნიკურ - ტაქტიკურ მომზადებაში".

ენის პრობლემა რომ გადავლახე, გავხდი ირლანდიის ყველა ასაკობრივი ნაკრების, როგორც ვაჟებში, ისე გოგონებში მწვრთნელ-კურატორი.

- თქვენი ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენი უდავოდ კეტი ტეილორია - ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს 5 გზის და ევროპის 6 გზის ჩემპიონი.

- კეტი ბრწყინვალე სპორტსმენი და ადამიანია. მან თავისი ტიტულებით საკუთარი შესაძლებლობებიც ნათლად დაამტკიცა და ირლანდიაში სხვებსაც კარგი მაგალითი მისცა წარმატებების მოსაპოვებლად. აქვე, რასაკვირველია მწვრთნელებს გვეამაყება რომ მის სპორტსმენად ჩამოყალიებებაში დიდი წვილილი მიგვიძღვის წაიკითხეთ ვრცლად lelo.ge-ზე