ავტორი:

BTU-ში საბანკო აკადემიის კურსები "ბაზისბანკთან" პარტნიორობით დაიწყო

BTU-ში საბანკო აკადემიის კურსები "ბაზისბანკთან" პარტნიორობით დაიწყო

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში საბანკო აკადემია გაიხსნა. აკადემია სტუდენტებს სხვადასხვა მიმართულების საინტერესო ტრენინგებს სთავაზობს. პირველი კურსი კი "ბაზისბანკთან" პარტნიორობით ჩატარდება და საბანკო საქმის სხვადასხვამიმართულებას მოიცავს. სტუდენტებს ტრენინგებს ბანკის ტოპმენეჯერები ჩაუტარებენ. კურსდამთავრებულებს კი სერთიფიკატები გადაეცემათ. აკადემიაში სწავლა ფინანსებითა და საბანკო საქმით დაინტერესებულ სტუდენტებს უფასოდ შეეძლებათ. როგორც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი ნინო ენუქიძე განმარტავს, ამ კურსებით სტუდენტების დაინტერესება საკმაოდ მაღალია და სწორედ ამიტომ აკადემიაში სწავლა სხვა ფაკულტეტის სტუდენტებსაც შეეძლებათ.

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებს მაღალი დონის თეორიულცოდნასთან ერთად პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობაც მივცეთ. სწორედ ამ მიზანს ემსახურება საბანკო აკადემიის შექმნა და ჩვენი პირველი პროექტი, რომელიც "ბაზისბანკთან" თანამშრომლობით ხორციელდება. საწყის ეტაპზე კურსის გავლა15 სტუდენტს შეეძლება და შერჩევის პროცესში უნივერსიტეტი მონაწილეობას არ მიიღებს. ამ მხარეს სრულად ბანკი უზრუნველყოფს. იმედი მაქვს, რომ ჩვენი თანამშრომლობაწარმატებული აღმოჩნდება ორივე მხარისთვის და სამომავლოდ სტუდენტებს სხვასაინტერესო პროექტებსაც შევთავაზებთ", - განაცხადა ნინო ენუქიძემ.

"ბაზისბანკი", რომელიც საქართველოს უმსხვილესი ბანკების ხუთეულშია, დიდ ყურადღებას აქცევს განათლების მხარდაჭერას.

"ჩვენი ბანკისთვის განათლების მხარდაჭერა არის უმთავრესი პრიორიტეტი სოციალურიპასუხისმგებლობის კუთხით. 10 წელზე მეტია, "ბაზისბანკში" არსებობს განათლებისმხარდამჭერი ფონდი, რომლის ფარგლებშიც მრავალი სასარგებლო პროექტიგანხორციელდა. ეს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან ჩვენი პირველი თანამშრომლობაა და მოხარულები ვართ, რომ ვიწყებთ პარტნიორობას. საკმაოდ დიდი მოლოდინი გვაქვს და ვიმედოვნებთ, რომ პროექტის ფარგლებში გავიცნობთ ახალ თაობას, რომლებიც ჩვენი მომავალი თანამშრომლები გახდებიან, რადგან "ბაზისბანკის" რესურსი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ არა მხოლოდ განათლების მიღებაში შეუწყოს ხელიახალგაზრდებს, არამედ უზრუნველყოს მათი დასაქმებაც" - განაცხადა ბაზისბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა თამარ ხადურმა.

"პროფესიონალად ჩამოყალიბებისთვის, უნივერსიტეტში მიღებულ თეორიულ ცოდნასთან ერთად, საჭიროა პრაქტიკაც, რომელიც თეორიასთან სინთეზში გვაძლევს სრულყოფილ შედეგს. ჩვენი მიზანია, ბანკში დაგროვებული გამოცდილება მომავალ თაობას გავუზიაროთ. ფინანსებშიც მრავალი მიმართულებაა და სტუდენტებმა თითოეულმათგანში უნდა გამოსცადონ თავი, რომ გააკეთონ კონკრეტული არჩევანი. გაიმართება შეხვედრა. ლექციებს სხვადასხვა მიმართულების ხელმძღვანელები ჩაატარებენ" - აცხადებს "ბაზისბანკის" ფინანსური დაგეგმვისა და ანალიზის განყოფილების უფროსი გიორგი ტყეშელიაძე.

საბანკო აკადემიაში კიდევ არაერთი პროექტის განხორციელება იგეგმება. მის ფარგლებში ჩატარდება არაერთი საინტერესო ტრენინგი და მათ შორის: საბანკო ბიზნესისპერსპექტივები, როგორ ვმართოთ ბანკი საქართველოში? სადაზღვევო ბიზნესი და მისი თანაარსებობა საბანკო ბიზნესთან, კორპორატიული საბანკო მომსახურება, ბიზნეს სესხის დამუშავების / ანალიზის პროცესი, საცალო სეგმენტი საბანკო ბიზნესში, როგორ მივაწვდინოთ ხმა მომხმარებელს? სახაზინო ოპერაციები, სავალუტო პოზიციის მართვა,საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან სახსრების მოზიდვის პროცესი,ინფორმაციული უსაფრთხოება, IT პროექტების მართვა, მოლაპარაკებები ვენდორებთან დაფინანსებთან დაკავშირებული სხვა საკითხები.