ავტორი:

კახეთში ავარიას 34 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

კახეთში ავარიას 34 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

კახეთში მომხდარ ავარიას 34 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა აფენი-გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე ცოტა ხნის წინ მოხდა. მსუბუქი მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარეში გადავარდა.

წინასწარი ინფორმაციით, ვარდნის დროს მამაკაცი ავტომობილიდან გადმოვარდა და მანქანის ქვეშ მოჰყვა. გარდაცვლილი სოფელ ვეჯინში გამგებლის ყოფილი წარმომადგენელი ლევან ჯანიაშვილია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 20 ადამიანი გარდაიცვალა

თბილისის საქალაქო სასამართლოს თანამშრომლებს Covid 19 დაუდასტურდათ

საქართველოში კორონავირუსით 19 პაციენტი გარდაიცვალა