ავტორი:

არსებული ინფორმაციით, თუშეთის გზაზე დაღუპული ტურისტი ჰოლანდიის მოქალაქეა

არსებული ინფორმაციით, თუშეთის გზაზე დაღუპული ტურისტი ჰოლანდიის მოქალაქეა

არსებული ინფორმაციით, თუშეთის გზაზე უბედური შემთხვევის დროს დაღუპული ტურისტი ჰოლანდიის მოქალაქეა. შემთხვევა ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 22-ე კილომეტრზე მოხდა. დაახლოებით იქ, სადაც, 27 ივლისს, ავტომანქანის ხევში გადავარდნის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტურისტთა 7-კაციანი ჯგუფი ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე ველოსიპედებით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ერთ-ერთი ტურისტი გზიდან ხევში გადავარდა.

"თანმხლები პირები მის დახმარებას შეეცადნენ, თუმცა თავად ხევიდან გამოსვლას ვეღარ ახერხებდნენ. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა ტურისტები დაუყოვნებლივ უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. გარდაცვლილის ცხედარი გადასვენებულია ექსპერტიზაზე", - აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი