ავტორი:

ეკა ბესელია გიორგი კვირიკაშვილს კაფეში შეხვდა - რაზე ისაუბრეს დეპუტატმა და ყოფილმა პრემიერმა

ეკა ბესელია გიორგი კვირიკაშვილს კაფეში შეხვდა - რაზე ისაუბრეს დეპუტატმა და ყოფილმა პრემიერმა

"გიორგი კვირიკაშვილს ვნახულობ ხოლმე, როგორც მეგობარს" - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ „ინტერპრესნიუსს“ იმ შეხვედრის კომენტირებისას განუცხადა, რომელიც მასსა და ყოფილ პრემიერს შორის არაფორმალურ გარემოში, ერთ-ერთ კაფეში შედგა.

მისი თქმით, კვირიკაშვილს გუშინ ნადვილად შეხვდა, თუმცა აცხადებს, რომ პოლიტიკურ თანამშრომლობაზე საუბარი არ აქვს.

„ის არის ადამიანი, რომელთანაც საკმაოდ დიდი ხანი ვიმუშავე. რაიმე პოლიტიკურ თანამშრომლობაზე საუბარი არ გვაქვს. გუშინ უბრალოდ, მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით შევხვდი და ვისაუბრეთ. დაგეგმილი გვქონდა ეს შეხვედრა. რა თქმა უნდა, ვეხებით ყველა თემას, რომელიც პრობლემურია და ამაში დასამალი არაფერია, მაგრამ რაიმე კონკრეტულ პოლიტიკურ თანამშრომლობაზე არაფერი შემიძლია გითხრათ“, - განაცხადა ბესელიამ.

კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა სამომავლოდ ყოფილ პრემიერთან თანამშრომლობას, ბესელიამ განაცხადა, რომ არ იცის, ამას თავად გიორგი კვირიკაშვილი გადაწყვეტს.

„მე, პირადად, ყოველთვის მოხარული ვიქნები მასთან თანამშრომლობით, იმიტომ, რომ მასთან მუშაობა ძალიან კომფორტული იყო. როცა ის პრემიერ-მინისტრი იყო, პრინციპულ საკითხებში მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობდი. იცით, რომ ახლა, ძალიან მნიშვნელოვან საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობს. როგორც მისგან ვიცი, არ აქვს გადაწყვეტილი პოლიტიკური საქმიანობა. ამიტომ, თუ თავად გადაწყვეტს, რა თქმა უნდა, სიამოვნებით ვითანამშრომლებ, მაგრამ არანაირი კონკრეტული გადაწყვეტილება არც აქვს მიღებული და ამაზე გუშინ, თვითონაც ისაუბრა“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ბესელიასთან ერთ-ერთ კაფეში შეხვედრას გამოეხმაურა გიორგი კვირიკაშვილიც. "ტვ პირველთან" საუბრისას კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ბესელიას შეხვდა ქალაქის ცენტრალურ ადგილას და ვიღაცეებმა გადაწყვიტეს, ამისთვის დაერქმიათ საიდუმლო მოლაპარაკებები.

„მე არ ვიცი, ასეთ ადგილას როგორ შეიძლება, საიდუმლოდ ელაპარაკო ადამიანს. ეკასთან მქონდა ჩვეულებრივ, მიმდინარე საკითხებზე საუბარი. ის ძალიან გულგატეხილია და მგონია, რომ არაუსაფუძვლოდ. მის წინააღმდეგ ძალიან ბინძური კამპანია მიმდინარეობს და ის ნამდვილად არ იმსახურებს ამას“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

შეხვედრის ვიდეოკადრები "მთავარმა არხმა" გაავრცელა.

"მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც... წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა" - ეკონომიკის მინისტრი

LIVE: "360 გრადუსი" - თამარ ჩუგოშვილი, რამაზ საყვარელიძე, ირაკლი მეზურნიშვილი

"აბდა-უბდა გადასკუპტა, აქეთ ტაში, იქით - ტაში... ასე გვიყვარს ჩვენ თამაში, ეს არის თქვენი ლეიტმოტივი" - ქანთარია ოპოზიციას