ავტორი:

"სმარტისა" და "ვისოლის" კომპლექსი ახლა უკვე ოქროყანაშია

"სმარტისა" და "ვისოლის" კომპლექსი ახლა უკვე ოქროყანაშია

"ვისოლმა" "სმარტთან" ერთად, ოქროყანაში, ახალი ფორმატის ავტოგასამართი სადგური გახსნა და მომხმარებელს მომსახურებისა და გადახდის ახალი ფორმა შესთავაზა.

ახალი ფორმატის ავტოგასამართი სადგური ოქროყანაში "ვისოლის" მომსახურებას უფრო კომფორტულს ხდის და უმაღლესი ხარისხის ნავთობპროდუქტების გარდა, მომხმარებლებს, "სმარტის" სუპერმარკეტში ყოველდღიური და გზად საჭირო პროდუქტების ფართო არჩევანს სთავაზობს.

"სმარტისა" და "ვისოლის" კომპლექსში მომხმარებელი გადახდის მოსახერხებელი ფორმით ისარგებლებს.

"მოხარული ვართ, საქართველოში ავტოგასამართი სადგურების კიდევ ერთი ახალი ფორმატი განვავითაროთ, სადაც მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის საწვავის შეძენასთან ერთად, დამატებითი სერვისების მიღება ერთ სივრცეში, მოსახერხებელი ფორმით შეუძლიათ.

ახალი ფორმატის ავტოგასამართი სადგური ოქროყანაში, "ვისოლის" მომსახურებას უფრო კომფორტულს ხსნის. ამას გარდა, ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა თბილისი-ოქროყანის გზაზე მოსახერხებელია, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე სეზონური მგზავრებისთვისაც. ახლადგახსნილ ავტოგასამართ სადგურზე 15-მდე ადამიანი დასაქმდა. კომპანია ქსელის გაფართოებას განაგრძობს.

ახლო მომავალში, თბილისსა და რეგიონებს შეემატებათ "ვისოლის" ახალი ავტოგასამართი სადგურები, სადაც მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის ნავთობპროდუქტებს, გადახდის მოსახერხებელ ფორმასა და კომფორტულ გარემოს შევთავაზებთ“ - განაცხადა "ვისოლის" გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ.

ახალი ფორმატის ავტოგასამართი სადგურით კმაყოფილები არიან მომხმარებლებიც.

"მე ისედაც "ვისოლის" მომხმარებელი ვარ. თუმცა თბილისი-ოქროყანის გზაზე არ იყო "ვისოლის" სადგური, მე კი აქვე ვცხოვრობ და შესაბამისად, ძალიან გამიხარდა აღნიშნული ობიექტის გახსნა. უკვე ვისარგებლე გადახდის ახალი ფორმით, რომელიც ძალიან მოსახერხებელია. "სმარტში" შევიძინე ჩემთვის სასურველი პროდუქცია და ამის პარალელურად, საწვავის შეკვეთა და მისი ღირებულების გადახდაც "სმარტში" შევძელი.

როცა დამატებითი სერვისების მიღება ერთ სივრცეშია შესაძლებელი, ეს ძალიან კომფორტულია მოხმარებლებისთვის. პლუს ამას, დროსაც ვზოგავთ“ - გვითხრა ოთარ წულუკიძემ.

"ვისოლ ჯგუფის“ მომსახურების ცენტრები, "ვისოლის“ ავტოგასამართი სადგურის გარდა, "სმარტის" სუპერმარმარკეტს, "ვიანორის" ავტომომსახურების ობიექტს, "ვენდისა“ და "დანკინის“ რესტორნებს მოიცავს.

აღსანიშნავია, რომ "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას" საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელი აქვს საქართველოში. უახლესი ევროპული სტანდარტის, უმაღლესი ხარისხის საწვავითა და მაღალტექნოლოგიური სერვის პროდუქტების შეთავაზებით, კომპანია, ბაზრის ლიდერია. ცოტა ხნის წინ, "ვისოლმა" მარშალ გელოვანის გამზირზე, პოლიციის სამმართველოსთან, თვითმომსახურების სადგურიც გახსნა.

ამასთან, კომპანია, ელექტრომობილების პოპულარიზაციისთვის, ელექტრომობილების დამტენი სადგურების ქსელსაც ავითარებს.

ავტორი: ნინი ბასილაშვილი

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი