ავტორი:

"იყო კიბის უჯრედის მეორე და მესამე სართულის ჩამოშლის საშიშროება" - რა ვითარებაა დღეს ვარკეთილის კორპუსში, საიდანაც გუშინ მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

"იყო კიბის უჯრედის მეორე და მესამე სართულის ჩამოშლის საშიშროება" - რა ვითარებაა დღეს ვარკეთილის კორპუსში, საიდანაც გუშინ მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

ვარკეთილის მე-3 მიკრორაიონში, 322-ე კორპუსის მე-8 სადარბაზოდან, საიდანაც გუშინ მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა, მაცხოვრებლებს ბინებიდან საკუთარი ნივთები გამოაქვთ. როგორც ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა ანანო დავითაშვილმა განაცხადა, მას უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, მხოლოდ 10 წუთი მიეცა იმისათვის, რომ სახლიდან აუცილებელი ნივთები გამოეტანა.

"მეოთხე სართულზე ვცხოვრობ. მხოლოდ 10 წუთი მოგვცეს იმისთვის, რომ აუცილებელი ნივთები გამოგვეტანა: ბავშვის წამლები, ფაფები და მსგავსი რაღაცები და მერე ალბათ, კიდე შევძლებთ შესვლას", - განაცხადა ანანო დავითაშვილმა. მისივე თქმით, დაზიანებული კიბეები კარგად არის გამაგრებული.

"დაზიანებები შესამჩნევია. კიბეები კარგად არის გამაგრებული. ჩვენი მხარე შედარებით უფრო უსაფრთხოა, ვიდრე მეორე მხარე", - განაცხადა დავითაშვილმა. მისივე თქმით, ზუსტ დროს, ჯერჯერობით ვერ ეუბნებიან, თუ როდის შეძლებენ სახლში დაბრუნებას.

მთლიანად შეისწავლიან 322-ე კორპუსის საძირკველს და მოხდება მისი მთლიანი კარკასული გამაგრება, - ამის შესახებ სამგორის რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. გამგებელი და მედიის წარმომადგენლები ვარკეთილის იმ ავარიულ კორპუსთან იმყოფებიან, საიდანაც გუშინ მე-8 სადარბაზოს მცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა.

გამგებლის თქმით, მუნიციპალური ლაბორატორიის პირველადი დასკვნის მიხედვით, 322-ე კორპუსის მე-8 სადარბაზოში იყო "კიბის უჯრედის მეორე და მესამე სართულის ჩამოშლის საშიშროება, რომელიც ადამიანების უსაფრთხოებას აყენებდა ეჭვქვეშ და სწორედ აქედან გამომდინარე, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ამ სადარბაზოდან ხალხის ევაკუირება მოეხდინათ".

მისივე თქმით, გვერდით სადარბაზოებში ცხოვრება საფრთხის შემცველი არ არის, რადგანაც კორპუსის ჩამოშლის საფრთხე არ არსებობს, თუმცა კორპუსი გასამაგრებელია.

რაც შეეხება გუშინ, მე-8 სადარბაზოდან გამოსახლებულ ოჯახებს, მისი თქმით, ისინი საცხოვრებლით მანამდე იქნებიან უზრუნველყოფილი, სანამ კორპუსში გამაგრებითი სამუშაოები არ დასრულდება.

"18-ვე ოჯახი მე-8 სადარბაზოდან გამოსახლებულია. ზოგი სასტუმროშია, ზოგი თავისი სურვილით წავიდა ნათესავებთან. ჩვენ ვუზრუნველყოფთ ყველას საცხოვრებლით, სანამ არ დავრწმუნდებით, რომ აქ უსაფრთხოდ შეიძლება ცხოვრება", - განაცხადა გამგებელმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი