ავტორი:

"სადაც ნიკა წავიდა, მეც იქ ვარ" - რატომ უთხრა თამრიკო ჭოხონელიძემ "რუსთავი 2"-ს თანამშრომლობის გაგრძელებაზე უარი

"სადაც ნიკა წავიდა, მეც იქ ვარ" - რატომ უთხრა თამრიკო ჭოხონელიძემ "რუსთავი 2"-ს თანამშრომლობის გაგრძელებაზე უარი

მუსიკოსი და მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე აქტუალური ადამიანია, რომელიც ყოველთვის გამოირჩევა ხმამაღალი და თამამი განცხადებებით. რამდენიმე თვის წინ, მან მუშაობა "რუსთავი 2"-ის დილის გადაცემაში დაიწყო, რის გამოც მკაცრად გააკრიტიკეს. "რეიტინგი" დაინტერესდა, სად გააგრძელებს ახალ სეზონზე მუშაობას თამრიკო ჭოხონელიძე "რუსთავი 2"-ზე თუ "მთავარ არხზე", რომელიც ნიკა გვარამიამ შექმნა.

- ქალბატონო თამრიკო, ახალი სატელევიზიო სეზონი დაიწყო, სად გააგრძელებთ მუშაობას "რუსთავი 2"-ზე თუ "მთავარ არხზე"?

- მე ვაგრძელებ თანამშრომლობას იქ, სადაც კეთდება ჩემი რუბრიკა. ამ რუბრიკის იდეა ნიკა გვარამიას ეკუთვნოდა, სწორედ მისი მიწვევით ვმუშაობდი "რუსთავი 2"-ზე. რამაც ხალხი გააღიზიანა, თითქოს "ქვეყნის მტერთან" დავიწყე საქმე. თავდაპირველად, კობა ნაყოფიას უთქვამს ნიკასთვის თამრიკოს ბევრი საინტერესო იდეა აქვსო, როდესაც შევხვდით, ნიკა აღფრთოვანებული იყო, თქვა ეს უნდა გავიდეს ჩვენს ეთერშიო. ვისაც არ უნდა შემოეთავაზებინა ეს კეთილშობილური საქმე, მე დავთანხმდებოდი. ისეთი ადამიანები გვყავდა სტუმრად, ვისი დანახვაც "რუსთავი 2"-ზე არავის წარმოედგინა. მათ მადლობა გადამიხადეს მეც და ნიკასაც შეუთვალეს. სიმღერამ არ იცის არც ერთი და არც მეორე მხარე, ჩემი რუბრიკა "ერთი სიმღერის ამბავი" "მთავარ არხზე" გავა.

- როდიდან დაბრუნდებით ეთერში?

- ეთერში სავარაუდოდ დავბრუნდები 27 ოქტომბრიდან.

- "რუსთავი 2"-ის მენეჯმენტმა არ შემოგთავაზათ არხზე დარჩენა?

- რა თქმა უნდა, იყო შემოთავაზება, მაგრამ ჩემი მხრიდან სწორი არ იქნებოდა, ნიკას დაწყებული საქმე გამეგრძელებინა არხზე სადაც ის აღარ არის. სადაც ნიკა წავიდა, მეც იქ ვარ.

მე ყოველთვის არასწორად მიმაჩნდა პოზიცია, როცა საზოგადოების გარკვეული ნაწილი პრინციპულად არ უყურებდა "რუსთავი 2"-ს. გახსოვთ, მე ოპოზიციურად ვიყავი განწყობილი წინა ხელისუფლების მიმართ, მიმაჩნდა, ახალი ხელისუფლება იყო ახალი სისხლი, რომელიც ბევრ კარგ საქმეს გააკეთებდა, მაგრამ ამის მიუხედავად "რუსთავი 2"-ს სულ ვუყურებდი, ყველას აზრი უნდა მოისმინო მდგომარეობის სწორად გასაცნობად. წაიკითხეთ სრულად