ავტორი:

შენი ფინანსური ცხოვრების ახალი დასაწყისი

შენი ფინანსური ცხოვრების ახალი დასაწყისი

დაფიქრებულხარ, რომ ზრდასრულ ასაკში ყველაფერი უფრო რთულია? რასაკვირველია, დაფიქრებულხარ, რადგან როცა მეტი პასუხისმგებლობა და შეცდომის დაშვების მეტი შანსი ჩნდება, მაშინ ყოველთვის ბევრს ვფიქრობთ. შესაძლოა შეცდომის დაშვებამდე არც ვაკვირდებით რისკებსა და მათი თავიდან აცილების გზებს, მაგრამ დაშვების შემდეგ ნამდვილად განვიხილავთ არსებული მდგომარეობის უამრავ ალტერნატივას. და შენი აზრით, რა მოხდებოდა ყველაფრის თავიდან დაწყება რომ შეგეძლოს? ყველა არასწორად გადადგმული ნაბიჯის შემდეგ უკან დაბრუნების შანსი რომ გქონდეს? ან რომ ახდეს ჩვენი კოლექტიური სურვილი — არსებული გონებრივი მონაცემებითა და რესურსით უკან დავბრუნდეთ და ყველაფერი იმაზე 10-ჯერ უკეთ გავაკეთოთ, ვიდრე აქამდე. ურიგო არ იქნებოდა, არა?!

ადამიანებს სჭირდებათ შანსი, ერთგვარი ახალი დასაწყისი, რომელიც მათ საშუალებას მისცემს უბრალოდ მარცხი კი არ განიცადონ, არამედ საკუთარ შეცდომებზე გამარჯვება ისწავლონ. ალბათ, შენც გინანია რომელიმე სესხის აღება, ან ვინმეს თავდები ხარ და ამას ნანობ, რადგან მოვლენები ისე არ განვითარდა როგორც გეგმავდი. სწორედ მსგავსი სიტუაციებისთვის კრედო ბანკმა მომხმარებლებისთვის შექმნა უნიკალური შანსი, რომელიც საშუალებას მოგცემს ყველაფერი დაიწყო თავიდან, გაიუმჯობესო საკრედიტო ისტორია და მიიღო შენზე მორგებული პირობები სესხზე. არ აქვს მნიშვნელობა არსებული სესხის გადაფარვა გსურს თუ დამატებით სამოგზაუროდ წასვლა და შენი ყოველღიურობის გახალისებაც გინდა. კრედო ბანკი ყველა შემთხვევაში შენს გვერდითაა და ზრუნავს არა მხოლოდ იმაზე, რომ ყველაფერი თავიდან დაიწყო, არამედ იმაზეც, რომ ახალი დასაწყისში უკეთესი პირობები შეგიქმნას.

თუ შენი საკრედიტო ისტორია არასახარბიელო მდგომარეობაშია და ამის გამოსწორება გინდა, კრედო ბანკის სესხი საკრედიტო ისტორიის გასაუმჯობესებლად სწორედ შენთვისაა. პროდუქტით სარგებლობა შეგიძლია იმ შემთხვევაშიც, თუ თავდები ხარ და ამის გამო ვადაგადაცილება გიფიქსირდება.

მინიმალური რაოდენობა 100 ლარს შეადგენს. დამტკიცების შემდეგ, გადასახდელი თანხა შეგიძლია რამდენიმე წელზე გადაანაწილო, გარდა ამისა, ისარგებლო 11 თვემდე საშეღავათო პერიოდით წელიწადში. ამ გზით შეძლებ შენი საკრედიტო ისტორია გაიუმჯობსო, ისწავლო როგორია ყველაფრის თავიდან, უფრო მარტივად და კეთება და შედეგად ისევ სასურველი მომხმარებელი გახდე საფინანსო ორგანიზაციებისთვის.

მზად ხარ საკუთარი ძველი მარცხი ახალ გამარჯვებად აქციო?!ჩვენთის ყველაზე მნიშვნელოვანი შენი, ანუ ჩვენი მომხმარებლის კეთილდღეობა და ისეთი პროდუქტის შეთავაზებაა, რომელიც ცხოვრებას მცირედით მაინც გაგიუმჯობესებს. ამიტომ, თუ შენც ის ადამიანი ხარ, ვისაც ახალი სტარტი სჭირდება, კრედო ბანკი მზადაა შენს დასახმარებლად.

R

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის