ავტორი:

"ბიბლია განმარტებებით" - პირველი ტომის შეძენა, სპეციალურ ფასად, 6 ოქტომბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

"ბიბლია განმარტებებით" - პირველი ტომის შეძენა, სპეციალურ ფასად, 6 ოქტომბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროექტის "ბიბლია განმარტებებით" პირველი ტომის სპეციალურ ფასად შეძენა 6 ოქტომბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

როგორც გამომცემლობა "პალიტრა L-ში" აცხადებენ, პროექტს მკითხველის მხრიდან დიდი დაინტერესება ხვდა წილად. სწორედ ამიტომ, გადაწყვიტეს, რომ სპეციალური შეთავაზება კიდევ ერთი კვირით გაეგრძლებინათ. შესაბამისად, მკითხველს პირველი ტომის შეძენა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად, 6 ოქტომბრის ჩათვლით შეუძლია.

"ბიბლია განმარტებებით" მარტივი და გასაგები ენით არის დაწერილი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მსგავსი გამოცემა ქართულ ენაზე აქამდე ხელმისაწვდომი არ იყო. ახლა კი ქართველ მკითხველს შეუძლია სამყაროს მთავარი წიგნი უკეთ გაიაზროს.

"ამ პროექტმა მკითხველის დიდი დაინტერესება გამოიწვია და ძალიან გვიხარია, რადგან მთელი სარედაქციო ჯგუფი დიდი პასუხისმგებლობით მუშაობდა ამ გამოცემაზე," - ანანო თავხელიძე, გამომცემლობის მარკეტინგისა და პიარის ხელმძღვანელი.

შეგახსენებთ, რომ "ბიბლია განმარტებებით" 15 წიგნს გააერთიანებს და "კვირის პალიტრასთან" ერთად თვეში ერთხელ გამოვა. მისი სპეციალური ფასია 13.50, გაზეთთან ერთად - 15 ლარი.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს