ავტორი:

"ვისაც ჰგონია, რომ ხვალიდან მთავრობის ქებას დავიწყებთ, ცდება" - "რუსთავი 2"-ში დარჩენილი ნიკა არაბიძე ყოფილ თანაგუნდელებსა და სამომავლო გეგმებზე

"ვისაც ჰგონია, რომ ხვალიდან მთავრობის ქებას დავიწყებთ, ცდება" - "რუსთავი 2"-ში დარჩენილი ნიკა არაბიძე ყოფილ თანაგუნდელებსა და სამომავლო გეგმებზე

"კომედი ჯგუფში" მომხდარი გაყოფის შემდეგ, "რუსთავი 2"-ის ეთერს იუმორისტული გადაცემები 21 სექტემბრიდან დაუბრუნდება. არხზე დარჩნენ: ნიკა არაბიძე, ვახო ბიჭიკაშვილი, მიშა ანდღულაძე, ალეკო მალხაზიშვილი, ბექა ონიანი, კობა ბარათელი, სცენარისტების გუნდი... ჰყავთ ახალი, მაყურებლისთვის კარგად ნაცნობი და უცნობი სახეები. როგორი იყო, ჯგუფის გაყოფის პროცესი, რომელი მსახიობები გახდნენ ჯგუფის წევრები, ვინ იქნება ახალი ღამის შოუს ფორმატის გადაცემის წამყვანი, ხედავენ თუ არა ცენზურის საფრთხეს და რომელი იუმორისტული გადაცემებით დაიტვირთება ტელევიზიის საეთერო ბადე? - ამ ყველაფერზე ნიკა არაბიძე გვესაუბრება.

- ნიკა, როგორ ხარ?

- ახლა არა მიშავს, ძალიან რთული პერიოდი გამოვიარეთ, ჯგუფის გაყოფა საკმაოდ მტკივნეული იყო. 15 წელი ერთად ვიმუშავეთ, ეს ცოტა არ არის. ერთად იმდენ დროს ვატარებდით, იმდენს ოჯახის წევრებთან ურთიერთობას ვერ ვახერხებდით. პირადად მე გაყოფის პროცესი ძალიან რთულად გადავიტანე. ბუნებრივია, სხვებმაც განიცადეს.

- აქ დარჩენის გადაწყვეტილება რატომ მიიღე?

- "რუსთავი 2" ჩემიც არის (იცინის). ყველას თავის არგუმენტი ჰქონდა, - დამრჩენსაც და წამსვლელსაც. მგონია, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. დავრჩი იქ, სადაც შეიძლება, ის საქმე ვაკეთო, რასაც აქამდე ვაკეთებდი.

- ის ადამიანები, რომლებმაც წასვლის გადაწყვეტილება მიიღეს, ამბობენ, რომ "რუსთავი 2"-ში ცენზურა იქნება. თავად ამის საფრთხეს თუ ხედავ?

- ჯერ ამის საფრთხეს ვერ ვხედავ. დრო ალბათ ყველაფერს უფრო კარგად აჩვენებს. ხელმძღვანელობისგან მაქსიმალური ხელშეწყობა გვაქვს. გვეუბნებიან, რომ შეგვიძლია ვაკეთოთ ის, რაც გვინდა და როგორც გვინდა. უკვე ვლაგდებით, სამუშაო პროცესში აქტიურად ჩავერთეთ. "კომედი შოუ" ეთერში 21 სექტემბრიდან გავიდა. საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიდან შემოგვემატნენ: ზურა ნიჟარაძე, ქეთი ხუციშვილი, თაკო აბაშიძე... დაგვიბრუნდნენ ამიკო ჩოხარაძე, ეკა აბშილავა და სიკო ჭუმბურიძე...

- მთავრობის კრიტიკა ძველებურად იქნება?

- აუცილებლად! ჩვენ ამ თემაზე ხელმძღვანელობასთან ვისაუბრეთ. კრიტიკა ხელისუფლებისთვის შეიძლება "წამალიც" კი იყოს. მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს აუცილებლად გამოვეხმაურებით.

- არხზე რომელი გადაცემები დარჩა და რა სიახლეს გეგმავთ?

- "გააცინე და მოიგე", "კომედი შოუ", "ფარული კონვერტი" დარჩა. სანამ ეს ავადსახსენებელი დაშლა მოხდებოდა, მოვასწარით "გვიანი შოუს" რამდენიმე გადაცემის გაშვება, რომელიც ილო ბეროშვილს და ნიკა გრიგოლიას მიჰყავდათ. ეს გადაცემა ეთერში მალე დაბრუნდება. მისი წამყვანი იქნება ამიკო ჩოხარაძე და თანაწამყვანი გოგონები ეყოლება. ამ ფორმატში იქნება სიახლეებიც, ყველაფერს ახლა ნუ მალაპარაკებ.

- ღამის შოუს ფორმატის გადაცემა, ისეთი, როგორიც ვანო ჯავახიშვილის შოუ იყო, იქნება?

- რა თქმა უნდა, სავარაუდოდ ეს გადაცემა საეთერო ბადეში ოქტომბრიდან ჩაეშვება.

- წამყვანი თქვენი გუნდიდან შეირჩევა თუ რომელიმე მსახიობის მოწვევას ფიქრობთ?

- ჩვენი გუნდიდან შეირჩევა.

- ეჭვი მაქვს, თავად იქნები და არ ამხელ.

- (იცინის).

- გამოვიცანი?

- შეიძლება ასეც იყოს. ეთერში დაბრუნდა "კომედი არხიც" და ამ არხის ბადეც ახალი გადაცემებით უნდა შეივსოს. "რუსთავი 2" და "კომედი არხი" იუმორისტული გადაცემებით ეტაპობრივად დაიტვირთება. ჯერ იმას ვუშვებთ, რასაც მაყურებელი ელოდება. მოლაპარაკებას ბევრ ვინმესთან ვაწარმოებთ.

- ღამის შოუს ფორმატის გადაცემის მუსიკალურ გაფორმებაზე ვინ იზრუნებს?

- გვყავს ისეთი ახალგაზრდები, რომლებიც ამ საკითხში კომპეტენტურები არიან.

- თქვენი გუნდის იმ წევრებთან, რომლებმაც წასვლის გადაწყვეტილება მიიღეს, დღეს როგორი ურთიერთობა გაქვთ?

- 15 წელი ფიზიკურად ვერ გაჩერდები ადამიანთან, რომელიც არ გიყვარს, რომელსაც არ აფასებ, რომელსაც პატივს არ სცემ. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფის გაყოფა მოხდა, ისინი მაინც ჩვენი მეგობრები არიან.

- უკვე კონკურენტები.

- ჩვენ შორის უნდა იყოს ჯანსაღი კონკურენცია, თითოეულ მათგანს წარმატებას ვუსურვებ! ვერ ვიტყვი, რომ მათი წარმატება არ გამიხარდება.

- მაშინ, როცა გადაწყვეტილების მისაღებად ერთად შეიკრიბეთ, აქ რა ხდებოდა?

- ეს ძალიან ოჯახური თემაა. გადაწყვეტილება ასე მარტივად არ მიგვიღია, მანამდე გვქონდა საუბრები. ნაწილისთვის დარჩენის გადაწყვეტილება იყო პრინციპული, ნაწილისთვის - წასვლის. ამ შემთხვევაში, გუნდმა ერთიანობა ვერ შეინარჩუნა. ყველა არც აქ რჩებოდა და არც იქ მიდიოდა. ამის შემდეგ საჭირო გახდა, თითოეულ ჩვენგანს გადაწყვეტილება ინდივიდუალურად მიგვეღო...წაიკითხეთ სრულად

აჭარის პოპულარიზაცია პოლონეთის 4 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე განხორციელდა

"პირველად მეგაშოუების ისტორიაში, ლაივკონცერტები კახეთიდან გადაიცემა" - გიორგი უშიკიშვილი "მხოლოდ ქართულის" კულუარებზე

რა სიმპტომები აქვს სხვადასხვა სახის ჭიას და როგორ უნდა მოიქცეს მშობელი?