ავტორი:

სალომე ზურაბიშვილი სამოსს დემნა გვასალიას კოლექციიდან "არჩევს" - "რომელი ჩავიცვა... სკანდალის გარეშე?"

სალომე ზურაბიშვილი სამოსს დემნა გვასალიას კოლექციიდან "არჩევს" - "რომელი ჩავიცვა... სკანდალის გარეშე?"

სალომე ზურაბიშვილმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე „ბალენსიაგას“ გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის შესახებ სტატია გააზიარა. ამასთან, პრეზიდენტი „რჩევას კითხულობს“, დემნა გვასალიას მიერ შექმნილი რომელი სამოსი შეარჩიოს ისე, რომ გადაწყვეტილებამ სკანდალის გარეშე ჩაიაროს.

„რომელი ჩავიცვა ... სკანდალის გარეშე????“ - წერს ზურაბიშვილი.

საქართველოს პრეზიდენტის ჩაცმულობამ აშშ-ში დონალდ და მელანია ტრამპების მიერ ორგანიზებულ მიღებაზე ქართველი ინტერნეტმომხმარებლები აღაშფოთა. სალომე ზურაბიშვილმა საყვარელ ფერს, წითელს არც ამჯერად უღალატა - შავ კაბაზე, წითელი პალტო ეცვა და სწორედ ამ პალტოსა და შავი კოლგოტის გამო, ის კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს. სოციალური ქსელის მომხმარებლები წერდნენ, რომ ამ ჩაცმულობის შემდეგ, პრეზიდენტზე, როგორც გემოვნებიან ადამიანზე, შთაბეჭდილება შეეცვალათ.