ავტორი:

10 სახის ენერგოვამპირი, რომლებსაც ყოველდღე შეხვდებით და თავი უნდა აარიდოთ

10 სახის ენერგოვამპირი, რომლებსაც ყოველდღე შეხვდებით და თავი უნდა აარიდოთ

პიროვნული ურთიერთობები ის თემაა, რომელიც ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში აქტუალურია და თანაც არასოდეს კარგავს ამ აქტუალურობას. ურთიერთობებში საკუთარ სასიცოცხლო ენერგიას ვდებთ, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რამდენად ღირს ეს მსხვეპლი. რაც უფრო პრობლემატურია ადამიანი, მით მეტი ენერგია გაედინება ჩვენგან. ენერგოვამპირიზმის უამრავი სახე არსებობს, არახალია თემა, რომ ადამიანების კატეგორია სხვების ენერგიით იკვებება. ეს ყველაფერი კი მსხვერპლის ცხოვრებასა და მის იღბალზეც ნეგატიურად მოქმედებს, ამიტომ ვის გვერდით ვატარებთ დროის დიდ ნაწილს საბედისწერო მნიშვნელობა ენიჭება.

აქ მოცემულია ადამიანების კატეგორია, რომლებთან ახლო ურთიერთობებსაც უმჯობესია თავი ავარიდოთ.

1) ვულკანი - ეს ადამიანი აგრესორია, მუდამ მზადაა აფეთქებისთვის, ადრე თუ გვიან ვულკანი აფეთქდება და ლავა დაგფარავთ. მათი სიბრაზე გადამეტებულია.

2) ქარიზმატული მანიპულატორი - ამ ტიპის ადამიანებმა იციან რა გითხრან და რა მოიმოქმედონ, რომ მიიღონ ის, რაც სურთ. შეუძლიათ მოგატყუონ ისე, რომ სახიდან თბილი ღიმილი არ მოიშორონ. იტყუებიან, იპარავენ, მანიპულირებენ, იყენებენ და ამ ყველაფერს საოცრად დახვეწილი მანერით აკეთებენ. რაც მთავარია, წვეთი სინანული არ არის მათში.

3) ნარცისი - ისინი საკუთარ თავს და ეგოს პირველ ადგილზე აყენებენ სხვა ყველაფერთან მიმართებაში. თავიდან ასე შეიძლება არ მოგეჩვენოთ და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილებაც დატოვონ, თუმცა მოგვიანებით დაინახავთ, რომ ერთადერთი, რაც მათ ადარდებთ, საკუთარი თავია. ისინი არასოდეს დაგიდგებიან გვერდით, როცა დახმარება დაგჭირდებათ და თუ რაიმე ფორმით თქვენმა ინტერესებმა ერთმანეთი გადაკვეთა, უცებ გაჩვენებენ როგორი სიბრაზე და დაუნდობლობა შეუძლიათ.

4) დრამის დედოფალი - ასეთ ხასიათის ადამიანს საოცრად სჭირდება ყურადღების ცენტრში ყოფნა. მოსიარული ტრაგედიები არიან და ამ განწყობის მიტანა ყველგან შეუძლიათ. მათ მუდმივად აქვთ პრობლები და დახმარებას ითხოვენ. ასევე აქვთ საოცარი უნარი შეუქმნან პრობლემები სხვებს. შეუძლიათ განაწყონ ერთი ადამიანი მეორეს წინააღმდეგ და თვითონ დატკბნენ სანახაობით. წაიკითხეთ სრულად

ერთიანი ძალისხმევით, მალე გაზაფხული მოვა

24 მარტს ცეცხლოვანი და მოულოდნელობებით აღსავსე ახალმთვარეობაა - რა ელის ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს

5 სამაგიდო თამაში, რომელიც ოჯახის ყველა წევრს გაართობს