ავტორი:

დეტალები, რომლებიც ავეჯის ხარისხს განსაზღვრავს

დეტალები, რომლებიც ავეჯის ხარისხს განსაზღვრავს

ავეჯი სახლის ინტერიერის მთავარი ნაწილია, რომლის შერჩევაც მარტივი საქმე ნამდვილად არაა. ამ დროს მნიშვნელოვანია, რომ თქვენი ბიუჯეტის შესაბამისად ხარისხიანი ავეჯი იყიდოთ. ხარისიხანი ავეჯის შერჩევას კი ამ თემის წინასწარ შესწავლა და რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის გათვალისწინება სჭირდება.

დღეს საქართველოში ავეჯის საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანია ხელმისაწვდომი როგორც ფასის, ისე დიზაინის მხრივ. თუმცა აღნიშნული მრავალფეროვნება შერჩევის პროცესს კიდევ უფრო ართულებს. როგორი უნდა იყოს ხარისიხანი ავეჯი და რა საკითხები უნდა გავითვალისწინოთ შერჩევის პროცესში? ამ კითხვით ავეჯის მაღაზია „ალუქსის“ მენეჯერს მივმართეთ. თავად „ალუქსი“ მომხმარებელს მაღალი ხარისხის ევროპული ავეჯის მრავალფეროვან დიზაინსა და მუდმივად განახლებად კოლექციებს სთავაზობს.

მეტალის კარკასი

ავეჯის შერჩევისას მყიდველების დიდი ნაწილი მის დიზაინს აქცევს ყურადღებას და ამ დროს ავიწყდებათ, რომ დიზაინზე არანაკლებ მნიშვნელოვანი მისი ხარისხია. რბილი ავეჯის შერჩევისას დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ კარკასს. ზოგადად, 3 ტიპის კარკასი არსებობს: მეტალის, ხის და დეესპე. საუკეთესო ვარიანტია მეტალის კარკასი. თუმცა გასათვალისწინებელია კიდევ ერთი ფაქტორი. მისი დეტალები უნდა იყოს შედუღებული და არა ჭანჭიკით დამაგრებული.

ზედაპირი

რბილი ავეჯის ზედაპირსაც დიდი ყურადღებით უნდა შერჩევა. გაითვალისწინეთ, რომ ერთი ფერის მატერიას უფრო მეტად ეტყობა ჭუჭყი, ვიდრე ჭრელ ზედაპირს. წინასწარ გაარკვიეთ ის კონკრეტული ზედაპირი მუშავდება თუ არა სველი წესით. სასურველია, რომ მატერია კარგად იწმინდებოდეს სველი ნაჭრით ან ხელსახოცით. ამ შემთხვევაში თქვენ რბილი ავეჯის მუდმივ ქიმწმენდას აირიდებთ თავიდან.

რბილის ავეჯის შიგთავსი

რბილი ავეჯის სირბილეს მისი შემავსებელი განსაზღვრავს. რამდენიმე ტიპის შემავსებელი არსებობს, რომელთაგან ყველაზე სწრაფად პოროლონის შემავსებლიანი ავეჯი ფუჭდება. საუკეთესო ვარიანტი ლატექსია, ასევე საკმაოდ გამძლეა ჰოლკონი. ამ ტიპის ღრუბლები დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებენ ფორმას და სიმკვირვითად გამოირჩევიან.

უჯრის მექანიზმი

უჯრის გამოსაღები მექანიზმის ორი ძირითადი ტიპი არსებობს: ბურთულიანი და გორგოლაჭებიანი. ბურთულიანი მეტ სიმძიმეს უძლებს და უფრო უსაფრთხოა, უჯრის გადმოვარდნის შანსი არ არსებობს. გორგოლაჭებიანი კი ხმაურიანია და უფსართხოებაც ნაკლებად არის უზრუნველყოფილი. აღნიშნულ ფაქტორს განსაკუთრებული ყურადღება ბავშვიანმა ოჯახებმა უნდა მიაქციონ.

ავეჯის შიდა დეტალები

ავეჯის შიდა კედლები და თაროები ისეთივე მასალის და ხარისხის უნდა იყოს, როგორც - გარე. ასევე დიდი ყურადღება მიაქციეთ უკანა კედელს. ის საიმედოდ და სრულად უნდა იყოს დამაგრებული გვერდებზე. ცალკეულ ადგილებზე ჭანჭიკებით დამაგრებული ზურგი დროთა განმავლობაში დეფორმაციას განიცდის.

გარანტია

ავეჯს აუცილებლად უნდა ჰქონდეს გარანტია. გარანტიის ქონა უკვე ნიშნავს იმას, რომ პროდუქცია ხარისიხანია. უხარისხო ავეჯზე გარანტიის სახით პასუხისმგებლობას არც მწარმოებელი აიღებს და არც მაღაზია. სასურველია, თუ ავეჯს თავად მწარმოებლისგან ექნება გარანტია, თუმცა ასევე მისაღებია მაღაზიის გარანტიაც. ავეჯის შემთხვევაში გარანტიის პერიოდი მინიმუმ 1 წელი უნდა იყოს.

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის