ავტორი:

როგორ დავიცვათ თავი კიბერთაღლითობისგან

როგორ დავიცვათ თავი კიბერთაღლითობისგან

თქვენი ნაცნობისგან, მეგობრისგან ან სულაც ინტერნეტბანკისგან მიღებული შეტყობინებიდან ინტერნეტთაღლითობის სახეების შესახებ გსმენიათ და„ფიშინგი“ ან „სპუფინგი“ უცხო სიტყვები აღარ არის.

კიდევ ერთხელ რომ განვმარტოთ, ფიშინგი წარმოადგენს კიბერ თაღლითობის ერთ-ერთი ფორმას, რომლის დროსაც ფიზიკურ პირს ან ორგანიზაციას ელექტრონული ფოსტით, ტელეფონით, სოციალური ქსელის, SMS-ის სახით ან სხვა ფორმით მისდის შეტყობინება იმისათვის, რომ მას პირადი ინფორმაცია გამოსძალონ. შეტყობინება ყალბი ვებგვერდის ბმულსაც შეიცავს, რომელიც ძალიან არის მიმსგავსებული ნამდვილ ინტერნეტბანკს ან სხვა გვერდს.

საბანკო მონაცემების შეყვანით კი თაღლითებს კონკრეტული პირის ან ბიზნეს სუბიექტის ანგარიშზე განთავსებული თანხის მოპარვა შეუძლიათ.

ფიშინგის ყველაზე გავრცელებული არხი ელექტრონული შეტყობინებაა. Hostingtribunal.com-ის მიერ გავრცელებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მსოფლიოს მასშტაბით, შემთხვევების 92%-ში ინტერნეტთაღლითობის მსხვერპლმა დამაზიანებელი ვირუსი, საეჭვო ბმული ან ინტერნეტთაღლითებისთვის ხელსაყრელი მასალა სწორედ ელექტრონული ფოსტით მიიღო , თაღლითის მიერ შეთავაზებულ ინსტრუქციას მიჰყვა და მას უნებურად, თავის საბანკო ანგარიშებზე წვდომისთვის საჭირო ინფორმაცია გაანდო.

სევე, ხშირია კიბერთაღლითობის ახალი სახეობა - „სპუფინგი”, რომელიც გულისხმობს როგორც მომსახურე ბანკის მსგავს საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებას, ისე ელექტრონული ფოსტის ან IP მისამართის გაყალბებასა და სხვა მსგავსი საშუალებებით თაღლითობას. მისი ზოგიერთი შემთხვევა ასეთია: მომსახურე ბანკის მსგავსი ნომრიდან მომხმარებელს ურეკავენ. ის იდენტიფიცირებას ვერ ახდენს ბანკის წარმომადგენელი ურეკავს თუ მესამე პირი და ოპერატორს და თავის პერსონალურ მონაცემებს აძლევს. მათ შორის, ინტერნეტბანკის პაროლს.

მიუხედავად იმისა, რომ კომერციული ბანკები ინტერნეტთაღლიღებისგან თავდაცვის მექანიზმებზე მუშაობენ, ჩვენი ფინანსების დაცვისთვის გადამწყვეტი როლი მომხმარებლებს გვენიჭება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბანკი, რომელიც ჩვენი ფულის ჩვენივე ანგარიშზე შენახვაზეა პასუხისმგებელი, ბრძოლაში უიარაღოდ დარჩენილ მეომარს დაემსგავსება.

რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ინტერნეტთაღლითებმა საბანკო ანგარიშებიდან ფულის მოპარვა ვერ შეძლონ?

საბანკო სექტორი 8 ძირითად რეკომენდაციას გვთავაზობს:

· მავნე და ჯაშუშური პროგრამებისგან თავის დაცვის მიზნით გამოიყენეთ ლიცენზირებული პროგრამები და ანტივირუსები;

· საჯარო Wi-Fi-ით სარგებლობისას, არ შეხვიდეთ ინტერნეტბანკში და არ შეიყვანოთ ბარათის მონაცემები;

· გამოიყენეთ რთული პაროლები და გააქტიურეთ ორდონიანი ავტორიზაციის ფუნქცია მობილურ და ინტერნეტ ბანკში, ხოლო ბარათებზე - 3D დაცვის მექანიზმი;

· გამოიყენეთ დამცავი ბარიერი (Firewall);

· გაააქტიურეთ „სპამის“ და “ფიშინგის“ ფილტრები, დაშიფრეთ მნიშვნელოვანი მესიჯები ელექტრონული ფოსტით გაგზავნისას;

· არავის გაუზიაროთ თქვენი პაროლები, საბარათე და ინტერნეტბანკის მონაცემები;

· სიფრთხილით მოეკიდეთ ინტერნეტ სივრცეში არსებულ შემოთავაზებებს, რომლებიც გარკვეულ ბმულზე გადასვლას და საბანკო ანგარიშების, ინტერნეტ ბანკის პაროლისა და მსგავსი მონაცემების შეყვანას ითხოვენ;

· დარწმუნდით, რომ აღნიშნული ვებგვერდი ყალბი არ არის და ინფორმაცია თქვენს მომსახურე ბანკთან გადაამოწმეთ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი