ავტორი:

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

ჰააგაში, გია ყანჩელის ხსოვნას პატივი მიაგეს. 4 ოქტომბერს ლეგენდარული კომპოზიტორის ხსოვნის პატივსაცემად, ჰააგის უძველეს St. Jacobs-ის ტაძრის სამრეკლოს ყველაზე მაღალი წერტილიდან, მისი უკვდავი ნაწარმოებები - "ყვითელი ფოთლები" და ფილმ "შერეკილებიდან" მელოდია აჟღერდა.

აღნიშნული ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს საელჩომ ნიდერლანდების სამეფოში. საელჩო მწუხარებას გამოხატავს დიდი ქართველი კომპოზიტორის გარდაცვალების გამო.

"ჰააგის სამრეკლოს ზარებმა ასევე დაუკრეს ყველა დროის ყველაზე პოპულარული ქართული მუსიკალური ნაწარმოებები რევაზ ლაღიძის „თბილისო“, „სულიკო“ და დავით არჩვაძის „მონატრებიხარ ფიქრებს“.

ქართული ჰანგებით ტკბობა ჰააგის მკვიდრთ 4 ოქტომბერს, 12:00 საათიდან შეეძლოთ. ქართული მელოდიები სამრეკლოს მთავარმა მუსიკოსმა ხაისბერტ კოკმა შეასრულა.

ქართული კომპოზიციების ჰააგის მთავარ სამრეკლოში ცოცხლად შესრულების იდეის ავტორი ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ერეკლე კოპლატაძეა.

მისივე ინიციატივითა და ძალისხმევით, მაისში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ქ. გრონინგენის შუა საუკუნეების სამრეკლოს ზარებზე ცოცხლად არაერთხელ შესრულდა სხვადასხვა ქართული ნაწარმოები, მათ შორის „თბილისო", „ჩიტო-გვრიტო", „სულიკო" და ფრაგმენტი ოპერიდან „დაისი"" - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

გია ყანჩელი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. გენიალურ კომპოზიტორს 5 ოქტომბერს, დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს