ავტორი:

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

ჩვენს გეგმებში ტაქსით მგზავრობის საფასურის რეგულირება არ შედის, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ხმალაძემ აღნიშნა, მერია ფასების რეგულირების საჭიროებას ამ ეტაპზე ვერ ხედავს.

„ფასების რეგულირების საჭიროებას ამ ეტაპზე ვერ ვხედავთ. ჩვენს გეგმებში ფასების რეგულირება არ შედის. გვაქვს მესამე ეტაპი, რომელსაც უახლოეს პერიოში დავაანონსებთ და ამაზე ახლა არ ვისაუბრებ“, - განაცხადა ხმალაძემ.

რაც შეეხება არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციას, გაზრდილი ტარიფებიდან და გადატვირთული ტაქსებიდან გამომდინარე გაიზარდოს გარდამავლი პერიოდის ვადა, ხმალაძე აცხადებს, რომ არც ამის რეალური მიზეზი და საფუძველი არსებობს.

„არ არის ამის საფუძველი და მიზეზი არ არსებობს. 1-ელი ოქტომბერს შევიდა ცვლილებები ტაქსის ბაზარზე და ამან გარკვეული ცვლილებები გამოიწვია ფასებთან მიმართებით. მომდევნო დღეებში მოხდა ეტაპობრივი დარეგულირება. დღეს დილით განცხადებაც გაავრცელა ერთ-ერთმა ტაქსის კომპანიამ, რომელიც მსხვილი მიმწოდებელია ამ ბაზარზე და განმარტეს, თუ რა დინამიკა არის. ზეგ იქნება თბილისის მერიის მთავრობის სხდომა და ფასებთან დაკავშირებით დედაქალაქის მერიც გააკეთებს განმარტებას.

მთავარია ის, რომ დღეს საკმაოდ მზარდია ტაქსების რაოდენობა. ბოლო სამი საათის განმავლობაში 300 ერთეულით გაიზარდა A კატეგორიაში მომსახურების გამწევთა რაოდენობა, რაც არის საკმაოდ დიდი მაჩვენებელი ერთ კონკრეტულ პერიოდში. დილით გვქონდა დაახლოებით 5500 მანქანა და ახლა არის დაახლოებით 5800-ზე მეტი მანქანა ჩართული“, - განაცხადა ხმალაძემ.

ცნობისთვის, თბილისის მერიამ ნებართვის მქონე ტაქსებისთვის მანათობლების დარიგება დაიწყო. შარტავას N7-ში, მერიის შენობის მეორე სართულზე ტაქსის მძღოლებისთვის სპეციალური მომსახურების სივრცეა მოწყობილი, სადაც მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდული მანათობლები გაიცემა. თბილისის მერიის ცნობით, მანათობლები თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 15 000 ერთეულის ოდენობით შეისყიდა, მათგან 13 000 ერთეული არის სტანდარტული ფორმის, ხოლო - 2000 ერთეული - პანორამა სახურავისათვის. ტაქსის ნიშნებს ორი რეჟიმი აქვთ, რომელიც ფერებით გამოიხატება - მწვანე და წითელი. მწვანე ფერი მიანიშნებს, რომ ავტომანქანა თავისუფალია, ხოლო წითელი მგზავრზე მიუთითებს.

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო