ავტორი:

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

მოსკოვის გარეუბანში ხანძარს 4 მცირეწლოვანი ბავშვი და 30 წლის ქალი ემსხვერპლა. ცეცხლი 4 სართულიან კორპუსში მდებარე ერთ-ერთ სახლში გაჩნდა და მთლიან კორპუსს მოედო.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ხანძრის დროს ერთ-ერთ ოჯახში 6 ბავშვი იმყოფებოდა, თუმცა ორმა თავს უშველა. გარდაცვლილი ბავშვების ასაკი 1-დან 5 წლამდე იყო.

gazeta.ru-ს ცნობით, საცხოვრებელ კორპუსში იმ დროისთვის სულ 20-მდე ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის - მრავალშვილიანი ოჯახი.

"იმ ღამეს ექვსივე შვილიშვილს ბაბუასთან ეძინა. ხანძრის გაჩენისას, მოხუცმა, რომელიც ოჯახთან ერთად პირველ სართულზე ცხოვრობდა, მოასწრო ორი ბავშვის გამოყვანა, თუმცა დანარჩენების გამოსაყვანად სახლში ვეღარ შევიდა, რადგან ხანძარი უკვე მთელ სახლს იყო მოდებული. ჯერჯერობით დაუზუსტებელია, რა ვითარებაში დაიღუპა იმავე კორპუსში მცხოვრები 30 წლის ქალი, რომელიც სავარაუდოდ, ბინაში მარტო იყო. წინასწარი ინფორმაციით, ისიც გაზის აფეთქების შედეგად გაიგუდა.

ხანძრის მიზეზად რამდენიმე ვერსია სახელდება. ერთ-ერთის თანახმად, ცეცხლი მოკლე ჩართვამ გააჩინა, რადგან დაძინებამდე რამდენიმე ხნით ადრე, ერთ-ერთმა ოჯახმა დენის გამათბობელი ჩართო, ძველმა ელექტროგაყვანილობამ კი მას ვერ გაუძლო... მძინარე ოჯახმა დროული რეაგირება ვერ მოასწრო და სახლიდან გამოსვლას მაშინ შეეცადა, როდესაც ცეცხლი გავრცელებული იყო..." - წერს გამოცემა.

სხვა ვერსიით, ხანძრის გაჩენის მიზეზი გაუფრთხილებლობა იყო. ხანძარი ბავშვების დედის ქვეშაგებს გაუჩნდა, რომელიც სავარაუდოდ, ნასვამი იყო და ანთებული სიგარეტით ხელში ჩაეძინა ან მეზობელთან გადავიდა. სიგარეტი უკვე ქვეშაგებში იყო ჩავარდნილი, თუმცა მან ეს ვერ შენიშნა. ხანძრის შედეგად არიან დაშავებულებიც, მათ სხვადასხვა ხარისხის დამწვრობა აღენიშნებათ და საავადმყოფოებში არიან მოთავსებული.

"მრავალშვილიანი ოჯახი პირველ სართულზე ცხოვრობდა... ყველაზე რეალურია სინამდვილესთან ის ვერსია, თითქოს ცეცხლი ლეიბს გაუჩნდა, ბავშვებმა მისი ჩაქრობა სცადეს, ალბათ ეგონათ კიდეც ჩამქრალი და დაიძინეს, მაგრამ ცეცხლი გაძლიერდა, მერე უკვე ყველაფერი გვიან იყო..." – აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი, რომლის თქმითაც, ბაშვები პრაქტიკულად, უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული ან ნასვამს ეძინა. მისი ინფორმაციით, ასევე ნასვამი იყო ბავშების ბაბუა. ბავშვებს მამა რამდენიმე ხნის წინ დაეღუპათ...

რუსული მედიის ცნობით, ბაშვების უყურადღებოდ დატოვების გამო ტრაგიკული შემთხვევები საკმაოდ ხშირია, თუმცა სამართალდამცავი უწყება არანაირ მექანიზმებს არ ახორციელებს.

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"

"ჩემი, ისევე როგორც ბევრი ქართველის ოცნებაა, რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა" - აპირებს თუ არა თინა კანდელაკი საქართველოს პრეზიდენტობას?