ავტორი:

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

ერაყში გოგონებს „დროებითი ქორწინებისთვის“ ყიდიან, რომელიც, შესაძლოა, მხოლოდ 1 საათიც გაგრძელდეს.

„ბიბისის“ მიერ მომზადებულ მასალაში აღნიშნულია, რომ შიიტი მღვდელმსახურები მამაკაცებს „სიამოვნების მისაღებ ქორწინებას“ სთავაზობენ. მათ ქორწინების გარეშე სექსი ეკრძალებათ, თუმცა თუ ოჯახს მზითევს მისცემენ, „დროებით ცოლს მიიღებენ“.

ერთ-ერთი სასულიერო პირი ამბობს, რომ ისლამის წესების მიხედვით, 9 წლის გოგონების ცოლად შერთვასთან დაკავშირებით არანაირი შეზღუდვა არ არსებობს.

ერაყში მსგავსი „დროებითი ქორწინებები“ აკრძალულია, თუმცა 10-მა შიიტმა სასულიერო პირმა გადაწყვიტა, რომ მსგავსი რიტუალები ჩაატარონ და ერთ-ერთი მათგანი მსურველებს გოგონების პოვნასაც ჰპირდება.

აღნიშნული რელიგიური წეს-ჩვეულება საუკუნეების წინ დამკვიდრდა. ის საშუალებას აძლევდა მამაკაცებს, ჰქონოდათ ქალებთან კანონიერი ურთიერთობა, როდესაც ცოლისგან შორს იმყოფებოდნენ. თუმცა ახლა ერაყელი სასულიერო პირები და მამაკაცების ნაწილი რიტუალით ბავშვთა პროსტიტუციას ნიღბავს.

ერაყის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ ქალაქში, ქარბალაში სასულიერო პირი „ბიბისის“ ჟურნალისტს ეუბნება, რომ დაქორწინება 9 წლის გოგონებზეც შეიძლება, თუმცა აფრთხილებს, რომ ბავშვმა ქალიშვილობა არ უნდა დაკარგოს და ამისთვის სხვა სახის სექსუალური კავშირი უნდა დაამყაროს.

ჟურნალისტებთან ერთ-ერთი გოგონა ამბობს, რომ აღარც კი ახსოვს, რამდენჯერ იყო „გათხოვილი“, თავი კი მიღებული „მზითვით“ გააქვს. გოგონები შიშობენ, რომ თუ ქალიშვილობას დაკარგავენ, ისინი „მუდმივ ქმრებს“ ვერასოდეს იშოვიან.

ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, დანაშაულთან ბრძოლაში ვერაფერს გახდებიან, თუ თავად გოგონებმა არ მიმართეს პოლიციას.

ძმა და 82 წლის ინსტრუქტორი ქალი - კიდევ ვინ მიჰყავს ჯეფ ბეზოსს კოსმოსში: მილიარდერის ამბიციური მოგზაურობის დეტალები

"გთხოვთ, გთხოვთ აიცერით, აიცერით ახლავე" - ჯო ბაიდენი მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს

იდუმალი და აუხსნელი დაავადება, რომლითაც 20-მდე ამერიკელი დიპლომატი დაავადდა - რა მოხდა ვენაში და რას გულისხმობს ე.წ. ჰავანას სინდრომი?