ავტორი:

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

5 ოქტომბერს, ვაშინგტონში ქართველმა და ამერიკელმა სტუმრებმა ქორწილის ცერემონიაზე მოიყარეს თავი - აშშ-ს დედაქალაქში "ამერიკის ხმის" ჟურნალისტმა ია მეურმიშვილმა და ამერიკელმა დიპლომატმა კურტ ვოლკერმა იქორწინეს.

წყვილის ქორწილის ფოტოები "ფეისბუქზე" წვეულების სტუმრებმა გაავრცელეს. ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა ია მეურმიშვილმაც, რომელსაც ასეთი მინაწერი გაუკეთა:

"ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი და გაგვიმართლა, რომ შეგვიძლია სიყვარულის და ბედნიერების გაზიარება ერთმანეთისთვის, ვიდრე სიკვდილი არ დაგვაშორებს!

ეს იყო საოცარი საღამო, ვგრძნობდით დიდ სიყვარულსა და მხარდაჭერას ჩვენი მეგობრებისგან, რომლებიც აშშ-ს სხვადასხვა ქალაქიდან, კანადიდან, კურტის მშობლიური ჰატბოროდან და და ჩემი სამშობლოდან, საქართველოდან ჩამოვიდნენ" - დაწერა ჟურნალისტმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

ქორწილს საქართველოდან რამდენიმე ათეული სტუმრი ესწრებოდა, მათ შორის ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და დიპლომატები.

სტუმრებს შორის იყვნენ: თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია; საერთაშორისო საკითხების ექსპერტი და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მრჩეველი თენგიზ ფხალაძე და სხვები.

კურტ ვოლკერი აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი იყო უკრაინაში და ეს თანამდებობა ცოტა ხნის წინ დატოვა. ამასთან, წლების წინ ის იყო NATO-ში აშშ-ს ელჩი.

ვოლკერი ცოტა ხნის წინ მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდანაც გადადგა. ამერიკელი დიპლომატის გვარი უკრაინის სკანდალში ფიგურირებს. 9 ოქტომბერს ვოლკერი კონგრესში მივა და ჩვენებას მისცემს.

იგეგმება თუ არა ახალი რეგულაციების დაწესება კორონავირუსის გავრცელების გამო?

თამარ გაბუნია: "ვფიქრობთ,  ამ თვის ბოლომდე გვექნება შესაძლებლობა "სინოფარმით“, "სინოვაკითა“ და "ფაიზერით“ მოვიცვათ მოსახლეობა"

არის თუ არა ეფექტიანი "ფაიზერის“ და "ასტრაზენეკას“ ვაქცინების ორი დოზა კორონავირუსის "დელტა“ შტამის წინააღმდეგ? - რა აჩვენა კვლევამ