ავტორი:

"კიბო არ  არის  მომაკვდინებელი,  ის ბოლო გაფრთხილებაა, რომ..." - ამერიკელი ფსიქოლოგის საოცარი დასკვნა დაავადების მიზეზებსა  და მკურნალობაზე

"კიბო არ  არის  მომაკვდინებელი,  ის ბოლო გაფრთხილებაა, რომ..." - ამერიკელი ფსიქოლოგის საოცარი დასკვნა დაავადების მიზეზებსა  და მკურნალობაზე

ამერიკელი ფსიქოლოგი ლოურენს ლე შანი თავის ერთ-ერთ წიგნში აკეთებს საოცარ დასკვნებს კიბოს გამომწვევ მიზეზებსა და საუბრობს კიბოს მკურნალობის ეფექტურ მეთოდებზე.

ერთი შეხედვით, ლე შანის დასკვნები სასაცილოც კი შეიძლება მოგეჩვენოთ. მისი მრავალწლიანი საექიმო პრაქტიკის შედეგად, მან დადო ასეთი დასკვნა - "ონკოლოგია არ არის სასიკვდილო დაავადება; უფრო მეტიც, კიბო არის ბოლო გაფრთხილება, რაც აძლევს დაავადებულს შესაძლებლობას, დაიწყოს იმ მიზნების განხორციელება, რაზედაც ის მთელი ცხოვრება ოცნებობდა. აი სწორედ, ამის შემდეგ იწყება გამოჯანრმთელებაც".

ლე შანი დარწმუნებულია, რომ კიბო პირდაპირ კავშირშია ადამიანის შინგან მდგომარეობასთან: თუ ადამიანი რაღაც მიზეზების გამო ვარდება დეპრესიაში, ეწყება აპათია და აღარ ცდილობს ცხოვრების აზრის პოვნას, ორგანიზმის რეაქცია - ცხოვრების უგულებელყოფაზე შესაძლოა იყოს კიბო.

ფსიქოლოგმა, დაკვირვების შედეგად აღმოაჩინა, რომ კიბო უმეტესად ემართებათ იმ ადამიანებს, რომლებიც თავდაპირველად ეწეოდნენ ცხოვრების აქტიურ სტილს, შემდეგ კი რაღაც მიზეზების გამო პასიური ცხოვრების სტილით დაკავდნენ. სწორედ ამ ფაქტებმა დაარწმუნა ლე შანი, რომ კიბო არის გადამწყვეტი მომენტი ცხოვრებაში, როცა აუცილებელია გააკეთო არჩევანი: მოკვდე ან შეიცვალო, რათა იარო სხვა გზით. თუ ადამიანები განაახლებენ ცხოვრებისადმი ინტერესს, კიბო მათ "თავს დაანებებს".

ადამიანები ხშირად ამბობენ: “ვერ ვიტან ჩემს სამსახურს”, ”არასდროს მსურდა ინჟინრობა”, “იურისტობა კი არა ყოველთვის მუსიკოსობა მინდოდა”, “ჩემი ოჯახური ცხოვრება ბოლოს მიღებს”… როცა იგებენ, რომ უკურნებელი სენით არიან ავად, ბევრი მათგანი ამბობს: სიცოცხლის 1 წელიც კი არ დამრჩა, ამიტომ აჯობებს დავკავდე იმით, რაც მინდა… მე გამოვასწორებ ჩემს ოჯახურ მდგომარეობას… ბოლოსდაბოლოს წავალ ეგვიპტეში და ვნახავ პირამიდებს, ამაზე ვოცნებობდი მთელი ცხოვრება… ვისწავლი ვიოლინოზე დაკვრას… დავწერ წიგნს… და ა.შ.

1 წლის შემდეგ კი ისინი ამბობენ: “იცით, საოცრებაა, რომ ისევ ცოცხალი ვარ. ექიმი ამბობს, რომ ჩემი სიმსივნე გაქრა. უნაურია, ეს როგორ მოხდა?” წაიკითხეთ სრულად

"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა - "ბარიკადი უკანონოდ დევს, ამიტომ უნდა აიღონ"

"ჩემი მეგობრები იცინიან ხოლმე, ნონამ ასფალტი აყარა, ეზო გადათხარა და ბაღი გააშენაო" - გაიცანით თვითნასწავლი მებაღე საბავშვო ბაღიდან (ფოტოები)

რა ხდება სოფელ გუმათში, სადაც რკინის ბარიკადებია აღმართული