ავტორი:

„ქართული ღვინის ფესტივალი 2019“-ზე მონაწილეთა რეგისტრაცია გრძელდება

„ქართული ღვინის ფესტივალი 2019“-ზე მონაწილეთა რეგისტრაცია გრძელდება

მათთვის, ვისაც ქართული ღვინის უკეთ გაცნობა სურს, 12 ოქტომბერს 12:00-დან 19:00 საათამდე შარდენზე „ქართული ღვინის ფესტივალი 2019“ გაიმართება. ფესტივალში, რომელიც „პალიტრა მედიას“, მედიაპორტალი allwine.ge-სა და “მეიდან ჯგუფის” ორგანიზებით უკვე მესამედ იმართება მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც დიდ კომპანიებს, ასევე მცირე მარნებსა და სტარტაპებს.

მეღვინეებისა და მცირე მეწარმეების რეგისტრაცია 9 ოქტომბერს დასრულდება.

ღვინის დეგუსტაციისა და გამოფენა-გაყიდვის გარდა, ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ღვინოსთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის პროდუქცია: ყველი, ჩურჩხელა, ჩირი, თაფლი. სტუმრებს მათი დაგემოვნების საშუალებაც მიეცემათ. გამოიფინება აქსესუარები, ხელნაკეთი ნივთები, წიგნები.

„ქართული ღვინის ფესტივალი 2019-ის“ გენერალური სპონსორია „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი. მევენახეობა-მეღვინეობა 2014 წლიდან უნივერსიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. პროგრამა ითვალისწინებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს როგორიცაა: ღვინის კულტურა და ისტორია, ღვინის წარმოების ტექნოლოგიები, ქვევრის ღვინო, ღვინის ტურიზმი, ღვინის მარკეტინგი და დეგუსტაციის ხელოვნება. „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ სტენდზე სტუდენტები წარმოადგენენ ღვინის სტუდენტურ ხაზს, რომელიც დაყენებულია საუნივერსიტეტო ბაზაზე მარან „კოლხში“.

ფესტივალის პროგრამა წელს განსაკუთრებით მრავალფეროვანი იქნება. სპეციალურად ქართული ღვინის ფესტივალისთვის დაიდგმება პერფორმანსები, ხალხური ანსამბლებისა და თანამედროვე მუსიკოსების მიერ შესრულდება ქართული სიმღერები, გაიმართება ელის ფეირინგის წიგნის „ღვინის სიყვარულით“ წარდგენა. გასული წლების მსგავსად, დამთვალიერებლები იხილავენ დრამების, ოჩოფეხებისა და ცეცხლის შოუს. ეს დღე ღვინის მოყვარულებისთვის ნამდვილ დღესასწაულად იქცევა.

ღონისძიების ბმული: https://www.facebook.com/events/1555639521245657/

"შოუ ძალიან ძვირი დაჯდა... ბიზნესმენებმა, ბანკებმა დაფინანსებაზე უარი მითხრეს" - "მამულიჩა" ლელა წურწუმიას კონცერტის უცნობ დეტალებს ყვება

21 დეკემბერს ცნობილი DJ Bellaire ქართველი მსმენელის წინაშე წარსდგება

"გიორგი კიკნაძის კვარტეტი" საქართველოში paysage ჯაზ კონცერტების სერიას მართავს